"უნდა მოხდეს საქმის გადახედვა და დეკანოზს მიეცეს საშუალება წარსდგეს სინოდის წინაშე" - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო
საზოგადოება - 18:03, 26 Jul, 2018     1651
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს ე.წ. ციანიდის საქმის გადახედვა და დეკანოზს მიეცეს საშუალება წარსდგეს სინოდის წინაშე.

“მიმდინარე 2018 წლის 25 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და მესტიისა და ზემოსვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, მოინახულეს პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც გასამართლებულია ე.წ. „ციანიდის“ საქმესთან დაკავშირებით და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლის ვადით.

პატიმრთან შეხვედრა შედგა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავდებულის - დეკანოზ გიორგი მამალაძის - მოთხოვნის საფუძველზე.

პატიმართან შეხვედრა დაიწყო 10 საათსა და 50 წუთზე და გრძელდებოდა ოთხი საათის განმავლობაში.

მოცემული საქმის მიმართ არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისგან მღვდელმთავრებმა მიიღეს მის საქმესთან დაკავშირებული საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ გასათვალისწინებელი ინფორმაცია. საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, მღვდელმთავრები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმის საფუძვლიანი გადახედვა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ; ასევე მიიჩნევენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საეკლესიო წესების თანახმად, უნდა მიეცეს საშუალება, როგორც სასულიერო პირმა, წმიდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე ის, რის საჯაროდ გაცხადებასაც პრინციპულად დაუშვებლად მიიჩნევს, მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა.

მეუფეთა აზრით, უშუალოდ პატიმრისგან მიღებული ინფორმაცია, რაგინდ მძიმე იყოს იგი მოსასმენად, წმიდა სინოდის წევრებს, მათი მაღალი სულიერი მსახურებიდან გამომდინარე, დაანახებს იმ მდგომარეობის მთელ ტრაგიზმს, რომლის მსხვერპლიც აღმოჩნდა დეკანოზი გიორგი მამალაძე”- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42