15 წლის ბიჭი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად მე-4 სართულის აივანზე აძვრა და ჩამოვარდა კვლავ გადარჩენისთვის იბრძვის
საზოგადოება - 14:24, 26 Jul, 2018     5928
ეს სამწუხარო შემთხვევა 1 მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ 15 წლის გიორგი გორგაძეს პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა.

გიორგიმ, რომელიც სპორტზე დადიოდა, ფიზიკურად ძლიერი და ყოჩაღი ბიჭია, უცებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამძვრალიყო მეოთხე სართულზე (!) აივნების მეშვეობით და გაეღო ბავშვისთვის კარი... მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნა არწმუნებდა, დედა მოვა მანამდე და დაველოდები, არ ახვიდეო, ახალგაზრდულმა სიმამაცემ და ჟინმა არ მოასვენა და მაინც აძვრა... რა და როგორ მოხდა, ახლაც უჭირთ ახსნა იმბავშვებს, რომლებიც ამ ამბის ბოლოსკენ მოგროვდნენ ეზოში. მესამე სართულის აივნიდან, უკვე ქვემოთკენ მომავალი გიორგი (სახლის კარი ისე აღმოჩნდა დაკეტილი, რომ შიგნიდანაც ვერ გააღო და უკან ბრუნდებოდა), მოულოდნელად გადმოვარდა და მიწაზე ფეხებით დაეცა. ზოგიერთი ბავშვი იმასაც ყვება, რომ გადმოხტა - იფიქრა, შეძლებდა ამ სიმაღლიდან ძირს დახტომას... სამწუხაროდ, დარტყმა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ფეხზე დამდგარი, რამდენიმე წამში უცებ გალურჯდა და უგონოდ დაეცა...

გიორგი, რომელსაც ტვინი დაუზიანდა, თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, კომაშია და ექიმებიც და მშობლებიც ელოდებიან სასწაულს. შანსი იმის, რომ ეს სასწაული მოხდეს, რა თქმა უნდა არსებობს. შინაგანი ორგანოებიგიორგის მწყობრში აქვს, ძირითადი დაზიანება ტვინზე მოხდა და იმედოვნებენ, ახალგაზრდა და ძლიერი ორგანიზმი მოახერხებს სიცოცხლისთვის ბრძოლას...

თუმცა სამწუხაროდ, ამასობაში ის თანხა, რაც საყოველთაო დაზღვევით იყო გათვალისწინებული და რითაც აქამდე უტარდებოდა ყველა პროცედურა, ამოიწურა. ჯანდაცვის სამინისტრო უარს ამბობს დაფინანსებაზე - არადა, რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი დღის გატარებაც კი 400 ლარი ჯდება და მრავალშვილიანი ოჯახისთვის (გიორგის სამი და-ძმა ჰყავს), ეს ძალიან დიდი თანხაა.

გიორგის ახლობლები საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას - დედას და მამას დიდი იმედი აქვთ, რომ გიორგი ისევ გაახელს თვალებს, ისევ დადგება ფეხზე და თავისი მხიარული, დაუდგრომელი ხასიათით გაახარებს გარშემო მყოფებს.

თუ ბევრი ერთად დავეხმარებით, იქნებ კიდევ ერთი ახალგაზრდა გადავარჩინოთ.

საქველმოქმედო ნომერი: 09 01 70 13 94 - დარეკეთ მაგთიდან და ბილაინიდან. ზარის საფასური - 1 ლარი.

საბანკო რეკვიზიტები: თიბისი ბანკი: TBCBGE22

მიმღების დასახელება - გელა გორგაძე, ანგარიში ლარებში: GE78TB7641945061100073





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42