"ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელ საწარმოში სახეზეა სისტემური პრობლემა შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ორგანიზების თვალსაზრისით" - პროფკავშირები
საზოგადოება - 10:03, 26 Jul, 2018     751
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელ საწარმოში სახეზეა სისტემური პრობლემა შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ორგანიზების თვალსაზრისით.

როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია არნისნული, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა მოდიოდა მეშახტეთა ნაწილის მხრიდან, ხელმძღვანელ პირთა ცვლილება ან მათი რაიმე სახით გადაჯგუფება არ შეიძლება ჩაითვალოს მომავალში საწარმოო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებად.

"საწარმოში არსებული სისტემური პრობლემა, რომელიც გამოწვეულია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით, აღმასრულებელი მექანიზმების არაეფექტურობით, საწარმო შემთხვევების კვლევისა და აღრიცხვიანობის პრაქტიკის მოშლით, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების არარსებობით, შრომის უსაფრთხოების მიმართ დანერგილი მანკიერი დამოკიდებულებით, დასაქმების ადგილების ალტერნატივის არარსებობით, მეშახტეთა შრომის ანაზღაურების მანკიერი სისტემით, და ა.შ. კვლავ ტოვებს მომავალში საწარმო შემთხვევების მოხდენის საფრთხეს, რაც საქართველოს პროფკავშირების აზრით დაუშვებელია.

დაუშვებელია ნახშირმოპოვების გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ შაორის ბასეინზე ადგილი არ ექნება სეისმური და ტექნიკური მდგომარეობის სრულ შესწავლას, არსებული რისკებისა და საფრთხეების სრულ შეფასებას და სიღრმისეულ ცვლილებებს როგორც ნახშირმოპოვების მეთოდოლოგიის და შრომის დაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვის, ასევე შრომის ორგანიზების კუთხით.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, მიუხედავად კომპანიის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა - ხელმძღვანელ პირებად დანიშნოს მეშახტეთა გარკვეული ჯგუფის მიერ შეთავაზებული კანდიდატები, რჩება თავის პოზიციაზე და ძალაში ტოვებს ყველა მოთხოვნას, რაც მის მიერ არაერთხელ იქნა გაჟღერებული 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ:

მოხდეს 5 აპრილის და 16 ივლისის ჯგუფური უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა;

განხორციელდეს შახტების დროებითი კონსერვაცია იქ არსებული რისკების შეფასების მიზნით და განხორციელდეს ობიექტის სრული მოდერნიზება;

კონსერვაციის გამო წარმოშობილი იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მოხდეს დასაქმებულთა სრული ანაზღაურებით უზრუნველყოფა;

ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროფკავშირის, კომპანიის ადმინისტრაციის და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე მეშახტეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი;

მოხდეს მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის შექმნა ყოველივე ზემოთ თქმულთან დაკავშირებით;

პარალელურად მოხდეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შემუშავება ტყიბულსა და მის შემოგარენში დასაქმების სხვა დარგებისა და სფეროების განვითარების მიზნით: bit.ly/akhali-sicocxle " - აღნიშნულია საქართველოს პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42