საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 99-ე იუბილეს აღნიშნავს
საზოგადოება - 15:32, 25 Jul, 2018     1848

25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა. ქართული სტატისტიკის დღესთან დაკავშირებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პროფესიული დღე აღნიშნა. უწყების 99-ე იუბილეზე საქსტატმა წარმატებული და ღვაწლმოსილი თანამაშრომლები, ინფორმაციის მომწოდებელი საუკეთესო ბიზნეს კომპანიები, ასევე საერათაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, საქსტატის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს მომხმარებლებთან და რესპონდენტებთან მუდმივი დიალოგი. დღეს მადლობის სიგელებს გადავცემთ ჩვენს პარტნიორ ორგანიაციებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ბიზნეს სუბიექტებს - ხარისხიანი ინფორმაციის მოწოდებისთვის, ასევე დონორებს - საქსტატის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობისათვის.

ქვეყნის პირველი სტატისტიკის სამსახური 1919 წლის 25 ივლისს შეიქმნა. შესაბამისად, აღნიშნული თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყველა სტატისტიკოსს ულოცავს აღნიშნულ დღეს და უსურვებს პროფესიულ წარმატებებს.

სტატისტიკის დღესთან დაკავშირებით სპეციალური სიგელები გადაეცა საერათაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს: გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF), გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA), გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN WOMEN), აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს. ხოლო ინფორმაციის მომწოდებელ საუკეთესო კომპანიებად დასახელდნენ - შპს „ჯი თი გრუპი“, სს „მინა“, შპს „სტარ არ ჯი“, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალი“, შპს „მარშე“, შპს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეის“, შპს „კაპაროლ ჯორჯია“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანია“, სს „ხრამჰესი I“, შპს „RMG Gold“, შპს „ჯი-ემ-პი“, შპს „ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია“, სს სამკერვალო კომპანია „იმერი“, შპს „თ და კ რესტორნები“, შპს „ოტრიულა“ და შპს „გურია - ექსპრესი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42