შევიტყვეთ, რომ დაღუპულია ერთი ქართველი ქალი, რომელიც მოხუცს უვლიდა - ათენში მცხოვრები
საზოგადოება - 18:09, 24 Jul, 2018     3434
საბერძნეთში ბოლო მონაცემებით, ხანძარს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ქართველი ქალი, თუმცა აღნიშნულს საელჩო არ ადასტურებს.

„ქარია და ტემპერატურაც მაღალია, რაც მაშველებს ხელს უშლის. შევიტყვეთ, რომ დაღუპულია ერთი ქართველი ქალი, რომელიც მოხუცს უვლიდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 60 ადამიანი,“- ამბობს ათენში მცხოვრები, ხრისტოს კეხაგიასი.

საბერძნეთში მცხოვრები ქართველები დეტალურად ჰყვებიან გუშინდელი ტრაგიკული ღამის შესახებ. საბერძნეთში მცხოვრები კესო სამხარაძე ამბობს, რომ ათენის გარეუბანში ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ მოსახლეობა სახლებისა და მანქანების დატოვებას ვერ ახერხებდა.

„ქალაქში სიმშვიდეა, მაგრამ დიდი ტრაგედიაა, დილიდან აცხადებენ, რომ 60 ადამიანია გარდაცვლილი, 6 კილომეტრია ტერიტორია გადამწვარი, 1200-ზე მეტი სახლია დამწვარი. დაკარგულია 200-ზე მეტი, უკვე ვეღარ ითვლიან, რამდენია დაკარგული. ზოგი დაიწვა, ზოგი წყალში გადახტა და დაიღუპნენ. ბავშვები მშობლებთან ერთად არიან დამწვარი თავიანთ ეზოში. ბევრი მანქანაში ჩაიწვა, იმიტომ რომ ვერ მოასწრეს მანქანებიდან გადმოსვლა,“- ამბობს კესო სამხარაძე.

კურორტი მატი, რომელიც ათენიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის მთავარი ეპიცენტრი იყო. ქვეყნის პრემიერი ალექსის ციპრასი მოკავშირე ქვეყნებს დახმარებისკენ მოუწოდებს. საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42