"ბებოს დაკრძალვის დღეს, ბაბუ ლოგინში გარდაცვლილი დახვდა, მკერდზე ცოლის თავშალი ჰქონდა მიკრული"
სოც.მედია - 14:06, 24 Jul, 2018     4745
სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი მოხუცი ცოლ-ქმარის შესახებ წერს.

"სოფელში მდინარესთან ახლოს მოცუხი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ბებია უფრო აქტიური იყო, ადრიანად დგებოდა, საქონელს გადენიდა, ეზოს დაგვიდა, კეცზე პურს დააცხობდა, მერე ქმარს გასძახებდა-ადექი, ჩაი დავლიოთო.

შვილები ქალაქში გადასახლდნენ. ზაფხულობით, ისიც იშვიათად უწევდათ მშობლებთან ყოფნა.

საღამო ხანს, მდინარიდან წამოსული ნიავი მთელი სამეზობლოსთვის უდიდესი შვება იყო. სალაპარაკო არც აღარაფერი დარჩათ, მაგრამ ამ არაფერსაც ისე ყვებოდნენ, ბევრ რამედ ღირდა მათი მოსმენა.

ბაბუა ძირითადად ჟოხზე დაყრდნობილი მოძრაობდა. ჭიშკარს გადაივლიდა, შემაღლებულ ბორცვზე, ხის სკამზე ჩამოჯდებოდა, დაუღალავად გაჰყურებდა მდინარეს. წყლის დინებასთან ერთად ალბათ, წლების შეუჩერებელ დინებაზე წყდებოდა გული. უთქმელი იყო, უმეტესაც ისმენდა... გულში შეიძლება ბევრ რამეზეც საუბრობდა, მაგრამ მითუმეტეს მის მჭერმეტყველ ცოლთან უძლური იყო.

ბებია შეუძლოდ შეიქმნა, მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს, ბაბუ სკამიდან არ ამდგარა... იჯდა, ჩუმად, გაუნძრევლად იჯდა, თითქოს ლურსმნით დაამაგრესო...

რა უდარდელი კაცია, როგორ არ კითხულობს, გადარჩება თუ არა მისი ცოლი-ქოქოლას აყრიდნენ სოფლის ქალები...

ბებია გარდაიცვალა, ბაბუ ჭირისუფლის კუთხეში სკამზე იჯდა და ისე იღებდა სამძიმარს. არც უტირია, თითქოს გაყინული იყურებოდა.

დაკრძალვის დღეს საძინებელში შვილმა მიაკითხა, სამგლოვიაროდ რომ გამოეწყოთ, მაგრამ ლოგინში გარდაცვლილი დახვდა. მკერდზე ცოლის თავშალი ჰქონდა მიკრული..." - წერს პეტრე კოლხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42