2 თვის ბარბარე, 4 წლის სანდრო და 7 წლის საბა სრულ სიღარიბეში იზრდებიან. მათ საცხოვრებელში, რომელიც 8 კვადრატულ მეტრს არ აღემატება ისეთი გაუსაძლისი პირობებია, რომ ბავშვებს სული ეხუთებათ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მათ შიათ, არ გააჩნიათ ტანსაცმელი, არ აქვთ ნორმალური განვითარების არანაირი პერსპექტივა.
ლუიზა ტუკვაძე მარტოხელა დედაა. მისი თქმით, იგი მეუღლეს გაშორდა და ბავშვების აღზრდაში მას არავინ ეხმარება, არც ახლობლები და არც ნათესავები. ახლა იმის გარკვევა, რატომ მოხდა ასე, ვინ არის მართალი თუ მტყუანი, ნამდვილად რომ არ იქნებოდა სწორი, რამეთუ სიტუაცია ამ ოჯახში იმდენად მძიმეა, რომ სასწრაფო რეაგირებაა საჭირო.
ლუიზას თქმით, რომ არა კეთილი მეზობლები, ისინი შიმშილით დაიხოცებოდნენ. მას ძალიან უჭირს სამი შვილის მოვლა, განსაკუთრებით ჩვილი გოგონას, რომელსაც წამლები სჭირდება, ხოლო მას მისი ყიდვის საშუალება არ აქვს. ლუიზა ამ ოთახს ქირაობს, თუმცა უკვე სამი თვეა, რაც ქირის ფულს ვერ იხდის.
„ძალიან გვიჭირს, ხშირად ვშიმშილობთ, რამეთუ სოციალური შემწეობა ბავშვის წამლებზე იხარჯება და საჭმლის ფული არ მრჩება. რა ვქნა არ ვიცი, მომავლის მეშინია, ღამეები არ მძინავს იმის შიშით, რომ ბავშვებს რამე საშინელი არ დაემართოს“,- ამბობს ლუიზა ტუკვაძე.
რა ელის ამ ბავშვებს? ისინი შეიძლება ხვალ ქუჩაში აღმოჩნდნენ ლუკმა პურის გარეშე, ამიტომ ისინი ჩვენი მხრიდან სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ...მათი ბედი ახლა ჩვენს ხელშია.
მეგობრებო, თუ გაქვთ ამ ოჯახის დახმარების სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ტუკვაძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/346-tukvadze/
მასალის გამოყენების პირობები






