რას წარმოადგენს დაჯგუფება თბილისის "მორგის ბავშვები" - UNICEF-ის კვლევა
საზოგადოება - 12:39, 24 Jul, 2018     1740
თბილისში არსებობს სექტისმაგვარი დაჯგუფება ცნობილი, როგორც „მორგის ბავშვები“, რომელიც მიწისქვეშ განლაგებულ სივრცეში მოქმედებს. ამის შესახებ ნათქვამია კვლევის „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საქართველოში“ ანგარიშში, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდმა მოამზადა.


კვლევის თანახმად, დაჯგუფების ყოფილი წევრების მონაყოლის მიხედვით, ბავშვების ჯგუფში მიზიდვა ხდება როგორც ახალგაზრდების, ასევე ზრდასრული პირების მიერ, მიღებისას კი გარკვეული რიტუალები ტარდება.

კვლევის თანახმად, ქუჩის ბავშვებისა და ახალგაზრდების ზოგიერთი ქვეჯგუფი ბანდის ტიპის სტრუქტურას ქმნის.

ასეთი ჯგუფები შეიძლება დიდიც იყოს და პატარაც. მათი ორგანიზაციული სტრუქტურა ტერიტორიული დაყოფის პრინციპს ემყარება, ანუ ისინი ცდილობენ, ქალაქის გარკვეული უბნები აკონტროლონ იმისათვის, რომ იქ ეკონომიკური აქტივობების (წვრილმანი ვაჭრობის, მათხოვრობის და ა.შ.) შესაძლებლობა ჰქონდეთ. პერიოდულად ასეთ დაჯგუფებებს შორის ჩხუბი იწყება უბანზე კონტროლის მოსაპოვებლად. როგორც აღინიშნა, ქცევის შიდა კოდექსმა და ერთმანეთზე დამოკიდებულებამ შეიძლება დროთა განმავლობაში ხელი შეუწყოს იმას, რომ ბავშვმა ქუჩას თავი ვეღარ დააღწიოს და კრიმინალურ ან ძალადობრივ საქმიანობაში იქნეს ჩათრეული.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ არც პოლიცია და არც ქალაქის მთავრობა არ იღებს რაიმე კოორდინირებულ ზომებს ქუჩის დაჯგუფებების კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ თბილისში არსებობს ერთი სექტისმაგვარი დაჯგუფება (ცნობილი როგორც „მორგის“ ბავშვები). ტერიტორიულად ეს დაჯგუფება მიწისქვეშ განლაგებულ სივრცეში მოქმედებს. მისი ყოფილი წევრების მონაყოლის მიხედვით, დაჯგუფებაში ბავშვების მოზიდვა ხდება როგორც ახალგაზრდების, ასევე ზრდასრული პირების მიერ და ბავშვის მიღებისას გარკვეული რიტუალები ტარდება. ბევრ ყოფილ წევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ამ დაჯგუფების ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარებიან.


სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ აქ : ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საქართველოში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42