ქუჩის ბავშვების ჯგუფების შიდა დინამიკისთვის შეიძლება დამახასიათებელი იყოს სექსუალური დაჯილდოების სისტემა, რაც გოგონებს ძალადობის რისკის წინაშე აყენებს. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი.
თბილისში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფების ყოფილი წევრების ჩვენებების მიხედვით, გოგონები ვალდებულნი იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ დაჯგუფების უფროსი წევრებისთვის (ან სექტის წევრებისთვის). სხვა დაჯგუფებების ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თავიანთი შემოსავლის ნაწილს სექსუალური მომსახურების საფასურის გადასახდელად იყენებდნენ. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, ქუჩის ბავშვები სექსუალური ძალადობის შედეგად ტრავმირებულნი უნდა იყვნენ.
ეს არაერთხელ აღნიშნეს კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა ფსიქოლოგებმა. ბავშვებისა და სოციალური მუშაკების მიერ დასახელებული იყო სხვა სახის, ძალადობით და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული, ფსიქოლოგიური ტრავმებიც.
მასალის გამოყენების პირობები






