თბილისში მოქმედებს სექტისმაგვარი დაჯგუფება ცნობილი, როგორც „მორგის ბავშვები“ - UNICEF
საზოგადოება - 11:11, 24 Jul, 2018     3449

თბილისში არსებობს სექტისმაგვარი დაჯგუფება ცნობილი, როგორც „მორგის ბავშვები“, რომელიც მიწისქვეშ განლაგებულ სივრცეში მოქმედებს. 1 tv-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია კვლევის „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საქართველოში“ ანგარიშში, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდმა მოამზადა და რომლის პრეზენტაციაც „ექსპო-ჯორჯიაში“იმართება .

კვლევის თანახმად, დაჯგუფების ყოფილი წევრების მონაყოლის მიხედვით, ბავშვების ჯგუფში მიზიდვა ხდება როგორც ახალგაზრდების, ასევე ზრდასრული პირების მიერ, მიღებისას კი გარკვეული რიტუალები ტარდება.

„დაჯგუფების ბევრ ყოფილ წევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარებიან“, - ნათქვამია კვლევაში.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ არც პოლიცია და არც ქალაქის მთავრობა არ იღებს რაიმე კოორდინირებულ ზომებს ქუჩის დაჯგუფებების კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებით“,-ნათქვამია კვლევაში.

ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით, კვლევაში სხვა პრობლემებიცაა მიმოხილული.

კერძოდ, ბავშვების მონაყოლზე დაყრდნობით, UNICEF-ი აღნიშნავს, რომ ქურდობასთან ან რაიმე სხვა დანაშაულთან დაკავშირებით, ბავშვების ჯგუფის დაკავების შემთხვევაში, პოლიციის ოფიცრები ასკვნიან, რომ დანაშაული 14 წლამდე ასაკის ბავშვმა ჩაიდინა, ან არწმუნებენ ამ ბავშვებს, დანაშაული თავის თავზე აიღონ. მოზარდები ვარაუდობენ, რომ ამ გზით პოლიციელები დოკუმენტაციის გაფორმებასა და ბავშვების პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებულ შემდგომ სამუშაოს იცილებენ თავიდან.

კვლევის ავტორთა შეფასებით, არ არსებობს კოორდინირებული ძალისხმევა პოლიციისა თუ ქალაქის მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, მათი რეკომენდაციაა, ქალაქის მთავრობისა და პოლიციის მხრიდან კრიმინალურ საქმიანობაზე რეაგირება მოხდეს.

კვლევა გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ევროკავშირთან, „ვორლდვიჟენთან“, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსთან“, „კარიტას საქართველოსთან“, გაერო-ს ბავშვთა ფონდის აზერბაიჯანის ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განხორციელდა.

ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად UNICEF-ი ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს. რეკომენდაციებს შორისაა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, მათი მშობლებისთვის გადაუდებელი დახმარების სპეციალური ფონდის ჩამოყალიბება, მათი დასაქმების ხელშეწყობა და სხვა.

პრეზენტაციას ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.


წყარო: 1tv





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42