"მანქანიდან გადახტა და გარბოდა, მივუახლოვდი თუ არა ქვას მესვრის, დალურჯებული ფეხებით კი დავბრუნდი მარა 200 ლარი მედო ჯიბეში - ტაქსისტის სახალისო ისტორია
სოც.მედია - 10:55, 24 Jul, 2018     7636
თემო სანდროშვილი სოციალურ ქსელში ტაქსაობის დროს მომხდარ სახალისო ისტორიას წერს.

"მოკლედ, სამსახურის შემდეგ, თავისუფალ დროს ყოველთვის ვტაქსაობ ხოლმე...

ერთ საღამოს, დამიჯდა ორი ადამიანი, ქალი 60 წლამდე და მამაკაცი 35 წლამდე.... მითხრეს დანიშნულების ადგილი და მეც ჩავაჭირე გაზს ჩემს Sport Car-ზე...

ხუთი წუთის შემდეგ, მანდილოსანმა განწირული ხმით იყვირა - არ გააღო კარები არ გადახტეო.... შეშინებულმა მძლივს გავაჩერე მანქანა, მოვტრიალდი და რა ხდება თქო...

თურმე, ეს მამაკაცი ცოტა კიარა საკმაოდ ჭკუა ნაკლები აღმოჩდა, სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, აქვს ფსიქიკური პრობლემა მაგრამ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, გიჟია რა

გააღო კარები და გადახტა... შვილო დაიჭორე არ დამღუპოვო ქალმა მითხრა და ამოვუდექი კვალში...მაგრამ არ გინდა დაიჭირო? აქლემის ფეხები გეგონებოდა ისე გარბოდა...

უარესი ის იყო, რომ მივუახლოვდები თუ არა იკუზება იღებს ქვას, მესვრის ფეხებში...

სულ ცოტა, 20 წუთი ვსდიე. ბოლოს ლიანდაგებთან დავეწიე, დავწვდი კეფაში და ამოვიდე წიხლქვეშ...მაგრამ არ გინდა ეს მუტრუკი მანქანამდე მიიყვანო?

ჩემს ერთ ნერვიულობას ბოლო მოეღო, მაგრამ უარესი დამემატა

სიგნალზე მივხვდი, რომ ჩემი მანქანა მომადგა უკან

მოვიხედე და ამ მანდილოსანს დაუქოქია, წამოსულა და დაგვადგა თავზე

დაეყარენითო დაგვიძახა და ჩვენც უკანა სავარძელზე მოვკალათდით

ოღონდ ეს გადარეული კაცი ორივე ხელით მიკავია, კიდევ რაიმე შარში არ გამაბას თქო და დავიძარით.

მოკლედ, ამ ქალმა მიმიყვანა დანიშნულების ადგილზე სულ რვიანების ხაზვით

იქ მისულს ერთი სული მქონდა უკან მალე წამოვსულიყავი და ეს გიჟი შეიყვანეს თუ არა შინ, მაშინვე გადავჯექი საჭესთან და დავაპირე წამოსვლა, თანაც ისე რომ არც ფული მინდოდა არც არაფერი

ეს ქალი გადამიდგა წინ, დამელოდეო და მეც დაველოდე... ორ წუთში უკან დაბრუნდა, ორი 100 ლარიანი გამომიწოდა...ვიუარე მაგრამ რახან არ დაიშალა გამოვართვი

საღამოს დალურჯებული ფეხებით კი დავბრუნდი სახლში მაგრამ ორასი ლარი ჯიბეში მედო და ფაქტიურად არაფერი მაწუხებდა

ხანდახან რომ ვტაქსაობ, დღეში ათ მასეთ გიჟს ვნატრობ ხოლმე" - წერს სანდროშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42