"უბედურებიდან 7 წელი გავიდა, ტკივილი კი ისევ ძლიერია" - რას წერს გოგონა, რომელიც მოკლული თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა იშვილეს
სოც.მედია - 20:20, 23 Jul, 2018     15019
2011 წელს კუნძულ უტოიაზე ანდრეს ბრეივიკმა 77 ადამიანი მოკლა, რომელთა შორის ქართველი გოგო თამთა ლიპარტელიანი იყო.

მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ნინი ლიპარტელიანი ეხმაურება, რომელიც თამთას მშობლებმა იშვილეს.

"2011 წლის 22 ივლისი, დღე როდესაც 77 ადამიანი ერთი ადამიანის მსხვერპლი გახდა, ამ მოვლენამ კი უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული, 77 ადამიანს შორის იყო ქართველი თამთა ლიპარტელიანი, რომლის სიკვდილიც მეხის გავარდნას ჰგავდა ახლობელი ადამიანებისთვის და არამარტო მათთვის, ყველა განიცდიდა მის გარდაცვალებას მათ შორის მეც. ოჯახს რომელსაც ეს გოგონა ბედნიერებას ჰგვრიდა, მოულოდნელად გამოეცალა ხელოდან ისე რომ ამის გაცნობიერებაც ვერ შეძლეს. ცხოვრება ძნელია როცა ადამიანს შვილი უკვდება თანაც ერთადერთი, ამ დარდს კი ვერაფერი ცვლის. 2 წლის შემდეგ მე გამოვჩნდი და ამ დარდით სავსე სიცოცხლეს რაღაც იმედი შევძინე, როგორც დედა ამბობს "ჩვენს სიცოცხლეს აზრი მიეცა შენი გამოჩენის შემდეგ, ახალი საზრუნავი გაგვიჩნდა და ღირს ჩვენი ცხოვრება,, ნამდვილად გმირია ის ადამიანი ვინც ასეთი უბედურების შემდეგ ხელახლა დაიწყებს ცხოვრებას და უკვე განვლილ წლებს გაიმეორებს, თანაც პირნათლად, ასეთია დედიკო და მამიკო. ისინი ბევრ ენერგიას ხარჯავენ ჩემი წარმატებისთვის, რომელიც ასევე წარმატებით დაგვირგვინდება თამთა კი ზემოდან დაგვყურებს და ჩვენი ბედნიერებით ხარობს, დამიტოვა სიყვარული რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ ჩემს გვერდით მყოფებისგან, უცნობებისგან თუ ნაცნობებისგან. მე ვაფასებ მათ ყურადღებას

ამ უბედურებიდან 7 წელი გავიდა , მაგრამ წლები დღეებივით ილევა, ეს ტკივილი კი ისევ ძლიერია, ერთადერთი რაც დაგვრჩენია გაძლებაა. როგორც ჩვენ გვსურს საუკეთესო ადამიანები მრავლად იყვნენ ჩვენს ცხოვრებაში, ასევე ღმერთს თავისთვისაც კარგი უნდა. ისინი გვიტოვებენ ბედნიერ მოგონებებს, რომელთა გახსენებითაც მუდამ იარსებებენ ჩვენს გულებში, თამთა მარად იქნება ჩემში" - წერს ნინი ლიპარტელიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42