"რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, სამაშველო ვერტმფრენი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ახერხებს შემთხვევის ადგილზე მისვლას
ზღვის დონიდან 4200 მ-ზე, მწვერვალ თეთნულდზე მე-5 დღეა არის თოვლი, ნისლი და ქარი, რაც შეუძლებელს ხდის ვერტმფრენის სამაშველო ოპერაციაში ჩართვას
ურთულესი რელიეფისა და ზვავსაშიშროების გამო შეუძლებელია სამაშველო ჯგუფის გადაადგილებაც. სამაშველო ოპერაციაში ცოცხალი ძალის ჩართვის შემთხვევაში, სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება სამთო-მაშველების სიცოცხლე
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 18 ივლისიდან 24-საათიან რეჟიმში მობილიზებულია, რომ შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში განაახლოს სამაშველო ოპერაცია
18 ივლისს სამთო-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან უკრაინელი ტურისტის უვნებლად გამოყვანა შეძლეს, თუმცა ამინდის გაუარესების გამო, სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ მოხერხდა" - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






