საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, კვებას მკაცრად აკონტროლებს, ვარჯიშობს, სიგარეტს არ ეწევა და ალკოჰოლური სასმელებიდან მხოლოდ ღვინოს სწყალობს. თუ ჰკითხავთ, რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, შეუძლია პუნქტებად ჩამოგიყვეთ, მაგალითად, ასე:
“ჯანსაღი ცხოვრება არის სწორად განაწილებული დრო, კარგად ორგანიზებული შრომა, სწორი და დროული კვება, ვარჯიში და რამდენადაც შესაძლებელია, მავნე ზეგავლენის მომტანი ფაქტორების არიდება. მოკლედ, სწორი ქცევა და სწორი კვება”.
„მოხარშული ხორცის პროდუქტი სასარგებლოა. ყველა გურმანს ვურჩევ, უპირატესობა მწვანილიან ხინკალს მიანიჭონ. მწვანილი ორგანიზმს ხორცის მონელებაში ეხმარება და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.“
ქუცნაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ შერქმეულ შაქარიას ამბავსაც იხსენებს:
ზაქარია-შაქარია – ეს ბატონი ბიძინას ფრაზაა, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია აქვს და უამრავი მოწმე ჰყავს. სიმართლე გითხრათ, არასდროს მიკითხავს ბატონი ბიძინასთვის, თუ რატომ მეძახის ზაქარია-შაქარიას.
– როდის დაგარქვათ ეს სახელი?
- 6 წლის წინ და დღემდე ასე მეძახის.
წყარო: ჟურნალი "სარკე".
მასალის გამოყენების პირობები






