“Open Media” ჰაბი აცხადებს ახალ კონკურსს სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვასთვის, უკრაინისთვის, რუსეთისა და ბელორუსისთვის
საზოგადოება - 16:58, 23 Jul, 2018     1038

Open Media ჰაბი აცხადებს კონკურსს ტელე და ონლაინ ვიდეო ჟურნალისტებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან:

“სამაუწყებლო და ონლიან მედიას ვთავაზობთ, წარმოადგინონ საგამოძიებო რეპორტაჟები თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი და აქტუალურია მათ ქვეყნებში: კორუფცია, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დარღვევები…

შერჩეულ კანდიდატურებს პროდაქშენის პროცესში დახმარებასთან ერთად სამომავლოდაც შევთავაზებთ თანამშრომლობას. სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრისათვის მათ შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროექტები ევროპულ მედიას შემოდგომაზე ბერლინში წარუდგინონ. ამით რეპორტაჟების დაფინანსების შესაძლებლობაც გაიზრდება.

გთავაზობთ, მოგვაწოდოთ წინადადებები:

- მაუწყებლებისთვის: 12 წუთიანი (სასურველია), ან 26-დან 52 წუთამდე ვიდეო;

- ონლაინ: Long Read, ვებდოკუმენტების პროექტი, პროფილი;

- სამაუწყებლო და ონლაინ ფორმატების კომბინაცია.

საგრანტო წერილის ფორმა ღია მედიაჰაბისთვის შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

• საინფორმაციო საშუალებებს (ტელევიზიები, ონლაინ სააგენტოები);

• ჟურნალისტური ორგანიზაციები (ასოციაციები, ფონდები), თუკი ისინი დაადასტურებენ, რომ მომზადებული მასალა გამოქვეყნდება მოქმედი მედიასაშუალების მიერ;

• აუდიო-ვიზუალური პროდაქშენები;

• ჟურნალისტები, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ ზემოთ აღნიშნული ორგაზაციების სახელით.

გამონაკლისი: კონკრეტულ შემთხვევებში ღია მედიაჰაბს შეუძლია, რომ ჟურნალისტებსა თუ ტელეპროდიუსერებს ინდივიდუალურად, წარმომადგენლობითობის გარეშეც მისცეს კონკურსში მონაწილეობის შესაძლობლობა. ამ შემთხვევებში არ იქნება აუცილებელი, რომ მონაწილე წარმოადგენდეს რომელიმე მედიასაშუალებას. შესაბამისად, თუკი კონკურსში მონაწილეობას იღებენ ბლოგერები, ვიდეობლოგერები და მოქალაქე ჟურნალისტები, მათ უნდა დაასაბუთონ, რა აუდიტორიაზე აქვთ და ექნებათ წვდომა”, - ნათქვამია განცხადებაში.

მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი პროპორციული იქნება კონკრეტული ქვეყნის მედიასაშუალებების მიერ მომზადებული პროდუქტის საბაზრო ფასებთან.

დაფინანსება მოხდება ფორმატის, მაგალითად, ქრონომეტრაჟის შესაბამისად, მაქსიმუმ 8.000 ევროთი.

- ონლაინ მასალა, Long Read - მაქსიმუმ 1.500 ევრო.

- 12 წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი + სოციალური მედიის 3 პროდუქტი + 1 ონლაინ მასალა, Long Read: 5.000 ევრო.

- 26 წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი: 4.500 ევრო.

- 52 წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი: 8.000 ევრო.

მისაღებია რამდენიმე წინადადება ერთი და იგივე აპლიკანტისგან, ღია მედიაჰაბის გასულ კონკურსებში მონაწილეობის ჩათვლით.

ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, საგარანტიო წერილი, ბიუჯეტი, მონაწილის დოკუმენტი და რისკების შეფასების ფორმა წარმოდგენილი უნდა იყოს შევსებულ ონლაინ ფორმასთან ერთად.

რეგისტრაცია გრძელდება 2018 წლის 19 აგვიტოს ჩათვლით, შედეგები კი 2018 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდება.

გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება სწრაფად, არა უგვიანეს 2018 წლის 17 სექტემბრისა. ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს არა უგვიანეს 2018 წლის 20 სექტემბრისა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42