"არ მიშვებდნენ, მუზარადი დამატოვებინეს" - აბიტურიენტი, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ჯვაროსნის ფორმით მივიდა
საზოგადოება - 16:04, 23 Jul, 2018     3006
ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტი ჯვაროსნის ფორმით მივიდა. მუზარადიანი ყმაწვილის დანახვამ ყველა გაამხიარულა. იყვნენ ისეთებიც, ვინც ფოტოებსა და ვიდეოებს უღებდა უცნაურად ჩაცმულ აბიტურიენტს. ასე მოვიდა ხმა ჩვენამდეც. დავინტერესდით, რა მიზანს ემსახურებოდა მომავალი არქეოლოგისა თუ დიპლომატის ამგვარი პერფორმანსი. გიორგი ჟუჟუნაშვილი „პრაიმტაიმის“ სტუმარია.

– გიორგი, ასე ჩაცმული ეროვნულ გამოცდაზე არავინ მინახავს. რისი თქმა გინდოდა ამით?

– ჩემი ამ პატარა პერფორმანსის მიზანი გამოცდების სიტუაციის განმუხტვა იყო. თან ჯვაროსნული ლაშქრობები მსოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამ ლაშქრობებით გამოწვეულმა ჯაჭვურმა რეაქციებმა დიდი გავლენა მოახდინა მაშინდელ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე. სწორედ ამიტომ შევარჩიე ჯვაროსანი.

– როგორი იყო რეაქცია ხალხის, დაცვის პოლიციის, აბიტურიენტების...

– ყველას რეაქცია იყო ძალიან დადებითი. ცოტა ხნით ყველამ გადაიტანა ყურადღება და ატმოსფერო უფრო საინტერესო გახდა. დაცვა თავიდან ვერ მიხვდა, რომ აბიტურიენტი ვიყავი, არ მიშვებდნენ. საჭირო გახდა დარეკვა. მოვიდა ადმინისტრაცია და შემდეგ შემიშვეს.

– კურიოზებს ვერ ასცდებოდი, მოგვიყევი ჩვენც…

– კურიოზები იყო ოხრად. სანამ ზარები ხორციელდებოდა და არკვევდნენ, შემიშვებდნენ თუ არა, დაცვამაც მომიწყო პატარა გამოცდა. სექტორში რომ შევდიოდი, ყველა ახმაურდა და სანამ ნივთებს ვტოვებდი, ორი დაცვა დამყვებოდა, სურათებს მიღებდნენ.

– მუზარადით შეგიშვეს?

– მუზარადი დამატოვებინეს, სადაც ტელეფონი და სხვა ნივთები დავტოვე.

– რა პროფესია შეარჩიე?

– საერთაშორისო ურთიერთობები. თუმცა ბავშვობის ოცნებაა არქეოლოგობა და ეგეც ჩავწერე, ყოველი შემთხვევისთვის.

– ჯვაროსნებთან რამე კავშირი გექნებოდა წინა ცხოვრებაში... რეინკარნაციის გჯერა?

– რეინკარნაციის მჯერა, ზედმეტად მოსაწყენად მეჩვენება მხოლოდ ერთხელ ცხოვრება. წინა ცხოვრებაში ჯვაროსნულ ეპოქაში რომ მეცხოვრა, ჩვეულებრივი, დიდი ფეოდალი ვიქნებოდი. ლაშქრობაში წასული. ან თუ საქართველოში ვიცხოვრებდი ისევ, ჯვაროსნებთან დიპლომატიური ურთიერთობა მექნებოდა და მათ ლაშქრობებს, დავით მეოთხის მსგავსად, საქართველოს სასიკეთოდ გამოვიყენებდი.

– პატარა გამოცდას მეც მოგიწყობ. რამდენიმე კითხვა ისტორიიდან... დიდგორის ომი რომელ წელს მოხდა?

– დიდგორის ბრძოლა ისეთი რამაა, ძალიან ცოტამ თუ არ იცის. საქართველოში დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს მოხდა. უფრო რთულები არაფერი გაქვთ?

– რომელ მუსლიმან მხედართმთავარს ებრძოდნენ ჯვაროსნები?

– ჯვაროსნები ებრძოდნენ ეგვიპტის სულთანს, ახალგაზრდა სალაჰ-ად-დინ... კიდევ უფრო გრძელი სახელი აქვს, მაგრამ აღარ მახსოვს... 1187 წელს აიღო იერუსალიმი, რითაც რომის პაპს, პირდაპირი მნიშვნელობით, გული გაუხეთქა. რეალურად ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მხედართმთავარი იყო ისტორიაში.

– ვინ მოუწოდა ჯვაროსნებს წმინდა მიწის გამოხსნა?

– 1095 წელს ურბან მეორემ მოუწოდა, რის შემდეგაც დაიწყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა. პირველად გლეხები წავიდნენ დიდი ენთუზიაზმით და გზაში ყოველი დასახლება იერუსალიმი ეგონათ. საბოლოოდ იერუსალიმამდე ძალიან ცოტამ მიაღწია და რა თქმა უნდა, დამარცხდნენ. თუმცა, ცოტა ხანში უკვე ევროპელი რაინდები მიადგნენ იერუსალიმს და 1099 წელს აიღეს წმინდა ქალაქი.

– რატომ დაიწყო ამერიკაში სამოქალაქო ომი და რა შედეგით დასრულდა. ვინ იყო ამ დროს პრეზიდენტი?

– ამერიკის სამოქალაქო ომი საკმაოდ საინტერესო თემაა. ომის დაწყების ოფიციალური მიზეზი იყო ბრძოლა სეპარატიზმის წინააღმდეგ. 1861 წელს სამხრეთის შტატები გამოეყვნენ ჩრდილოეთს და შექმნეს ამერიკის კონფედერაციული შტატები. ამის მიზეზი, თავის მხრივ, ის გახდა, რომ ჩრდილოეთი მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს სამხრეთის ეკონომიკურ განვითარებას. პრეზიდენტი იყო აბრაამ ლინკოლნი, რომელმაც ომის დასრულებამდე გააუქმა მონობა. თუმცა, ომის დაწყებისას და მისი მიმდინარეობისას თავადაც ჰყავდა მონები და ჩრდილოეთის რამდენიმე ბლოკში შედიოდა მონათმფლობელური შტატები. სწორედ ამიტომ არ ვემხრობი ცნობილ ვერსიას, თითქოსდა მონების გასათავისუფლებლად იყო ეს ომი. აქ ორივე მხარეს თავისი მიზანი ჰქონდა.

– რომელ წელს აიყვანა გიორგი მესამემ თამარი თანამოსაყდრედ?

– გიორგი მესამემ თამარი 1179 წელს დასვა თანამოსაყდრედ იმის გამო, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ თამარს არ გასჭირვებოდა ტახტის დაკავება, რადგან მაინცდამაინც კანონიერი მემკვიდრე არ იყო.

– საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ისტორიაში მაღალ ქულას მიიღებ. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებები.

– მადლობა.

წყარო: PrimeTime.Ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42