ტყიბულის მერის, თემურ ჩუბინიძის განცხადებით, „საქნახშირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები თანამდებობას დატოვებენ. ჩუბინიძის განცხადებით, „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას, ჯაყელმა განუცხადა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელთა გათავისუფლებასაც მეშახტეები ითხოვენ, რამდენიმე საათში გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან.
„მქონდა გენერალურ დირექტორთან საუბარი, ბატონ ჯამბულ ჯაყელთან, რომელმაც მითხრა პირადად, რომ ბატონი გია ქარქაშაძე, ბატონი აკაკი ახვლედიანი, ბატონი კირკიტაძე, ბატონი აბულაძე და აბესაძე დღეს 12:00 საათზე, ბრძანების ტექსტი მზადდება, გათავისუფლებული იქნებიან დაკავებული თანამდებობიდან და წავლენ სახლებში. თავად როცა ეს ყველაფერი იურიდიულად მოწესრიგდება და კომპანია სტატუსს აღიდგენს და გააგრძელებს ნორმალურად ფუნქციონირებას დატოვებს თანამდებობას,“ - განაცხადა თემურ ჩუბინიძემ.
თემურ ჩუბინიძემ ასევე აღნიშნა, რომ მეშახტეების ანაზღაურებასთან დაკავშრებით მიმდინარეობს კომპანიის წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრებს შორის მოლაპარაკება:
„მთავრობაში მიმდინარეობს მუშაობა, შეთანხმდნენ უკვე, რომ GIG-ის ჯგუფი და ცენტრალური ხელისუფლება იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ ნორმალური სამუშაო რეჟიმი აღდგება შახტში, ყველა მეშახტე მიიღებს ხელფასს,“ - განაცხადა თემურ ჩუბინიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






