„მეორადი ტანსაცმელი, რაც დღეს ჩვენთან ძალიან აქტიურად გამოიყენება, საკმაოდ ბევრ რისკთან არის დაკავშირებული. ყველა საგანი ატარებს მისი მფლობელის ენერგეტიკას. როდესაც ვყიდულობთ მეორად ტანსაცმელს, არ ვიცით, ვის ეკუთვნოდა - შესაძლოა, ის გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმელია, ან ავადმყოფის, პრობლემებში მყოფი უბედური ადამიანის. ამ ნივთებს დაჰკრავს მათი ბიოველი, აურა, მეხსიერების კოდი, რომელიც შერჩენილია ტანსაცმელზე. ასეთ ტანსაცმელში ადამიანი თავს ცუდად გრძნობს. მოუსმინეთ საკუთარ მეს, თუ სამოსის ჩაცმისას თავი არაკომფორტულად იგრძენით, დაუფიქრებლად გადააგდეთ, ხოლო თუკი პირიქითაა, მაშინ შეგიძლიათ ატაროთ.
თუ ბოროტმოქმედის, სერიული მკვლელის ტანსაცმელს ატარებთ, მთლად დამნაშავე არ გახდებით, მაგრამ შეიძლება, თქვენში მოიმატოს აგრესიამ, ულმობელმობამ, კრიმინალზე ფიქრმა, ისეთმა აზრებმა გაგიელვოთ დროდადრო, რაც ადრე არ გქონიათ.
შესაძლოა, თქვენამდე ტანსაცმელი შავ მაგს ეცვა, რომელსაც უამრავი ბოროტება აქვს ჩადენილი, ცხადია, ამ ტანსაცმელზე აუცილებლად იქნება ჩაწერილი მისი ქმედებების მატრიცა. აქედან გამომდინარე, მისი მოხმარებისას თქვენზე ყოფილი მფლობელის „გავლენა“ აუცილებლად გადმოვა.
სჯობია, თავი შევიკავოთ მეორადი ტანსაცმლის ყიდვისგან, მაგრამ თუ არ გვაქვს სხვა საშუალება, გამოვიჩინოთ სიფრთხილე და სანამ მოვიხმართ, 72 საათი მაინც უნდა მოვათავსოთ გამავალ წყალში, რომ წყალმა მაქსიმალურად გაწმინდოს აურული დაბინძურებისგან. ამის შემდეგ შრობის პროცესი უნდა მოხდეს მზის სხივების დახმარებით. ამით მინიმუმამდე დავიყვანთ ნეგატიურ ენერგიას.
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდის ვყიდულობთ ტანსაცმელს. ეს რეკომენდაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მეორადი, ასევე ახალი ტანსაცმლის შეძენისას. ტანსაცმელი არ უნდა ვიყიდოთ სატანურ დღეებში, ახალმთვარეობიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე დღეს. საყიდლებისთვის კარგია ახალმთვარეობიდან 28-ე დღე. ამ დღეს ნაყოდ ტანსაცმელს არა მარტო დიდხანს ატარებთ, ის იღბალსაც მოგიტანთ.“- განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
წყარო "პრაიმტაიმი"
მასალის გამოყენების პირობები






