"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალ ლიკას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მძიმე დაავადებებს ებრძოდა ექსპერტიზის ბიუროდან გაასვენებენ და დაკრძალავენ. “ჩვენ მას ვუყიდით ლამაზ კაბას, ლამაზ კუბოს და ისე დავკრძალავთ” - უთხრა რადიო თავისუფლებას ბათუმში გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის ბებიამ. მისი თქმით, გარდაცვლილს არა სახლიდან, არამედ ექსპერტიზის ბიუროს შენობიდან 21, ან 22 ივლისს გაასვენებენ და დაკრძალავენ. მისმა ბებიამ ექსპერტიზის ბიუროდან გასვენების მიზეზად რადიო თავისუფლებას ის დაუსახელა, რომ შვილიშვილს მძიმე დაავადება ჰქონდა, არსებობს „გარდაცვლილისგან ბაქტერიების გავრცელების საშიშროება“ და სახლში სწორედ ამიტომ არ მიასვენებენ. ბებია ამბობს, რომ მას და ტრანსგენდერი ქალის მშობლებს არასდროს უთქვამთ უარი შვილსა და შვილიშვილზე.
ბაბუა რადიო თავისუფლებას შვილიშვილის ამბავს უყვება
მასალის გამოყენების პირობები






