"ჩვენ მას ვუყიდით ლამაზ კაბას, ლამაზ კუბოს და ისე დავკრძალავთ" - გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის ბებია
საზოგადოება - 14:04, 20 Jul, 2018     19353

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალ ლიკას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მძიმე დაავადებებს ებრძოდა ექსპერტიზის ბიუროდან გაასვენებენ და დაკრძალავენ.

“ჩვენ მას ვუყიდით ლამაზ კაბას, ლამაზ კუბოს და ისე დავკრძალავთ” - უთხრა რადიო თავისუფლებას ბათუმში გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის ბებიამ. მისი თქმით, გარდაცვლილს არა სახლიდან, არამედ ექსპერტიზის ბიუროს შენობიდან 21, ან 22 ივლისს გაასვენებენ და დაკრძალავენ.

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრში გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალი ექსპერტიზის ბიუროში 19 ივლისს გადაასვენეს. მისმა ბებიამ ექსპერტიზის ბიუროდან გასვენების მიზეზად რადიო თავისუფლებას ის დაუსახელა, რომ შვილიშვილს მძიმე დაავადება ჰქონდა, არსებობს „გარდაცვლილისგან ბაქტერიების გავრცელების საშიშროება“ და სახლში სწორედ ამიტომ არ მიასვენებენ. ბებია ამბობს, რომ მას და ტრანსგენდერი ქალის მშობლებს არასდროს უთქვამთ უარი შვილსა და შვილიშვილზე.

„14 წლის იყო სახლიდან რომ წავიდა. თავად გადაწყვიტა ასე. მისი ავადმყოფობის შესახებ რომ შევიტყვე, პირადად წამოვიყვანე. ტყუილია ინფორმაცია, რომ მხოლოდ ბაბუა უვლიდა“ - თქვა გარდაცვლილის ბებიამ. 4 ივლისს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ ტრანსგენდერ ქალთან, რომელიც ამბობდა, რომ მკურნალობის სრულად დაფინანსების მიუხედავად ესაჭიროებოდა სპეციალური კვება და დამატებითი მედიკამენტები, რისი შეძენის საშუალებაც არ ჰქონდა. ამავე ინტერვიუში ტრანსგენდერი ქალი ამბობდა, რომ მას ბაბუა უვლიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42