„დამკვირვებელმა ისე ცივად შემომხედა, გავგრილდი“ - 2018 წლის საგამოცდო მარგალიტები
საზოგადოება - 15:49, 19 Jul, 2018     9869

ერთიან ეროვნულ გამოცდებს ღელვისა და დაძაბულობის გარდა თან ბევრი იუმორისტული შემთხვევაც ახლავს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარებაც არ ყოფილა გამონაკლისი, სწორედ ამიტომ EDU.ARIS.GEმ საგამოცდო ცენტრებთან გაგონილი და ინტერნეტსივრცეში ერთმანეთისთვის კომენტარებად დაწერილი სახალისო გამონათქვამები შეკრიბა.


მაშ ასე, გთავაზობთ, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების „მარგალიტებს“:

„ღმერთო, გთხოვ, რომ ყველა კარგად იყოს, საქართველო გამთლიანდეს და თემურ-ლენგიდეფისით სწორი იყოს ან გახდეს.“

„ხეებზე თუ მოვიდა რამე დასაწერი, ბიძოს მაგალითად მოყვანა შეიძლება?“

„დამკვირვებელმა ისე ცივად შემომხედა, გავგრილდი.“

„მინისტრი იყო მოსული, მოგვესალმება-მეთქი, გეიბლატუნა და წევიდა“, – აბიტურიენტის გულშემატკივარი.

„ამ კონდიციონერის გადამკიდე კიდევ ტვინის გაყინვა გვინდოდაა?!“

„გამოცდაზე ვერ შეხვალ რა, აბიტურიენტზე მეტი მშობელია.“

„იმდენ ხანს ვიჯექი გამოცდაზე, ტრ**ი გამიხმა.”

„ვეფხისტყაოსანი“ მოვიდა და რომელიღაც პლანეტის სახელი ერქვა, არ მახსოვს, მეორეს.“

„გამაგრილებელი საშუალება ყველგანაა ე.წ. ჰაერტყლაშუნა, ჩვენებურად “ვინტილატორი.”

„დღეს 8 საათზე მეოთხე სართულზე ქერათმიანი კურნოსა ცხვირით გოგო რომ იჯდა ჩემ წინ, რომელი ხართ?“ (სტატუსი აბიტურიენტების დახურულ ჯგუფში)

აბიტურიენტის მშობელი: „იმდენი ვინერვიულე საატესტატოებზე, ახლა ნერვები აღარ მაქვს. ძირს ვეგდე ნერვიულობისგან.“

ერთი აბიტურიენტი მეორეს გამოცდაზე შესვლამდე: „ესეში, ხომ იცი რაღაცები უნდა მოიგონო“.

„შენ დედიკო, იქინეც გათიშული იყავი, თუ რომ გამოხვედი, მერე გაითიშე?“

„მანქანას ვიყიდდი ერთი თვის ფულით, რაც მე მაგის მომზადებაში გადავიხადე.“

„ვეფხისტყაოსანი“ არ დავწერე, იუპიტერის რაღაცა დავწერე.“

„ლისენინგის მეორე ტექსტი ეკა ბესელიას ჩააწერინეს?“ (ინგლისური ენის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი)

„ლეგენდის თანახმად, ვინც გამოცდების მერე წუწუნებს, ის ყოველთვის აბარებს.“

„გააზრებაზე ისეთი საინტერესო ტექსტი შემხვდა, დაახლოებით, 10-15 წუთი ცხოვრებაზე და ადამიანური ცხოვრების სიმძიმეებზე ვფიქრობდი.“

„წინადადებაში „ჩასმული“ როდესაცაა, მძიმეებით გამოიყოფა“ – ჩართულს გულისხმობდა აბიტურიენტი.

„გამოცდაზე ისეთი კონცენტრირებული მივდივარ, თავი გოგირდმჟავა მგონია.“

გულშემატიკვარი ბებო საგამოცდო ცენტრთან მდგარ სახანძრო მანქანაში მსხდომებს:

„- თქვენც გამოცდებს აბარებთ?
– კი, ბებო!
– დაგაგვიანდათ, დაიწყო უკვე“.

„ჩემებმა იმდენი სანთელი მინთეს, კენწეროში თუ არა ნათელში მაინც მოვხვდები.“

„უნარები მქონდა 207-ე სკოლაში მე-7 თვის 7 რიცხვში. მე-7 სექტორში მე-7 მერხზე გაშავებულიც 7. იღბლიანი ხოა 7 და მაგით ვიმ”7″ებ თავს.“

აბიტურიენტი ბიჭები:

„ – ყოფილიყავი გოგო! რომ ჩაიჭრები, ხომ გათხოვდებოდი.

– რომ გამოხვალ და ჩაიჭრები, მშობლებს ეჩხუბე, გოგო რატომ არ ვარო“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42