,,ქუჩაში ბიჭების ჩხუბს შევესწარი, არც დავფიქრებულვარ ისე ჩავვარდი მათ შორის, ვაშველებდი... მეც მომხვდა ერთი-ორი მუშტი... სამი ერთს ურტყამდა, იმ ერთმა ამ გაშველების დროს გაქცევა შეძლო და ამ სამს ვეხვეწებოდი, არ გაეკიდოთ, დანა არ დაარტყათ, რა კაცობაა სამი ერთის წინააღმდეგ-მეთქი... დიდიხნის ამბავია, სტუდენტი ვიყავი, თან სამართალზე ვმუშაობდი და ეტყობა მოსალოდნელი შედეგი გავიაზრე უცებ... ეს, რატომ გამახსენდა?! ახლა იმ მძღოლის დაკითხვას ვუსმენ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შეესწრო და არაფერი გააკეთა გასაშველებლად, საერთოდ არაფერი... არც ზარი 112-ზე... ახლაც რომ შევესწრო მსგავსს, ისევ ისე ჩავვარდები და გავაშველებ და არ შემეშინდება, იმიტომ რომ ყველას ჰყავს მშობელი, ოჯახი, გულშემატკივარი... არ უნდა გაიაფდეს ადამიანის სიცოცხლე..." - წერს ჟურნალისტი.
მასალის გამოყენების პირობები






