სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა 1500-მდე ბავშვს ჩაუტარდება
საზოგადოება - 13:23, 19 Jul, 2018     1216

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელის თამარ უგულავას განცხადებით, სექტემბრიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად იწყება ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც ოჯახებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის სისხლში ტყვიის შემცველობას შეისწავლის. ამის შესახებ უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

უგულავას ინფორმაციით კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება, მოხდება 14 ათასი ოჯახის გამოკითხვა, ოჯახების შერჩევა კი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდება:

"სექტემბრიდან ვიწყებთ მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას, რომელიც ოჯახის ირგვლივ 200 სხვადასხვა ფაქტორს შეისწავლის - დედასთან, მამასთან, ბავშვთან, მათ ქცევასთან, მთლიანად მათ საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებულ ფაქტორებს. ამას დაემატა სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის ტესტიც. ბოლო დროს დაგროვილმა ინფორმაციებმა შექმნა იმის საფუძველი, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ამ თემის შესწავლა გადაწყვიტა და მთავრობამ მოგვმართა თხოვნით, რომ ამ ფართომასშტაბიან კვლევაში ასევე მომხდარიყო ბავშვების ტყვიაზე ტესტირებაც. კვლევა ტარდება ქვეყნის ყველა რეგიონში და ჩვენ შევალთ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 14 000 ოჯახში. რაც შეეხება ბავშვებს, კვლევაში ჩართული იქნებიან 2-დან 10 წლამდე ბავშვები და ვვარაუდობთ, რომ მათი რაოდენობა 1500-მდე იქნება. თითო ოჯახში მკვლევარების სტუმრობა დაახლოებით 2 საათამდე გაგრძელდება, რადგან მათ დასჭირდებათ ყველა ფაქტორის ცალ-ცალკე შესწავლა, იქნება ეს დედის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ბავშვის ჯანმრთელობა, მათი ქცევა და ა.შ.

ამის მიხედვით ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, აქვთ თუ არა მათ ნუტრიციული დეფიციტი. მიკროელემენტების დეფიციტმა შესაძლოა მათ წონასა და სიმაღლეში გარკვეული ცვლილებები მოგვცეს. თუ დადგინდა სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა, მაშინ იწყება ფიქრი იმაზე, რა არის ამის წყარო. ამის დადგენისთვის არსებობს ატომურ-იზოტოპური მეთოდი, რომელიც მინიშნებას გვაძლევს, საიდან არის ეს ტყვია. მაგალითად, ბენზინიდან, საღებავიდან და ა.შ."- განაცხადა unicef-ის წარმომადგენელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42