11 წლის გიორგი თავის ტვინის ჰიდროცეფალიით იტანჯება - "გამუდმებით ბორგავს ადგილს ვერ პოულობს ტკივილისგან"
საზოგადოება - 11:05, 19 Jul, 2018     1868
11 წლის გიორგი ჯანაშია თავის ტვინის ჰიდროცეფალიით არის დაავადებული. ეს უმძიმესი სენია, რომელსაც მრავალი გართულება ახასიათებს, მათ შორის გონებრივი ჩამორჩენილობაც. მოზარდს სმენა პრაქტიკულად დაქვეითებული აქვს, არ რეაგირებს გარე ფაქტორებზე, გამუდმებით ბორგავს და ადგილს ვერ პოულობს, ვერ ლაპარაკობს, მხოლოდ ცალკეულ ბგერებს გამოსცემს როდესაც რაღაც აწუხებს.

მისი სიცოცხლის შენარჩუნება ხდება თავის ტვინის პერიტონეალური შუნტის მეშვეობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი დაიღუპება.

„გიორგის მარტო დატოვება ერთი წამითაც კი არ შეიძლება, რამეთუ თავს დაიზიანებს... განსაკუთრებით ღამის საათებში ეწყება შეტევები. მხოლოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები უმსუბუქებენ მდგომარეობას და აძლევენ 2 საათით დაძინების საშუალებას... როდესაც უნდა რომ რაღაც გამაგებინოს, სახეში ირტყამს მთელი ძალით...“ - ამბობს გიორგის დედა თამარ კაკაშვილი.

მისი თქმით, მშობიარობის დროს ექიმებს ახალშობილი ხელიდან გაუვარდათ და ბავშვმა მიიღო თავის ტვინის ტრავმა. ასე რომ ჰიდროცეფალია არის შეძენილი და არა თანდაყოლილი. სამედიცინო პერსონალის დაუდევრობამ ტრაგიკული გავლენა იქონია და სამუდამოდ დაუსახიჩრა გიორგის სიცოცხლე.

თამარ კაკაშვილი მარტო უვლის ავადმყოფ შვილს. როდესაც ბავშვი 2 წლის იყო, დედამ გაყიდა სახლი და აღებული თანხა გიორგის მკურნალობას მოახმარა. შესაძლოა, დღეს მოზარდი სწორედ რომ ამ მკურნალობის წყალობით ცოცხლობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება.

საიდან უნდა მოიტანოს მარტოხელა დედამ ბავშვის სამკურნალო თანხა, როდესაც მათ ხშირად წამლის და პურის ფული არ აქვთ?! სოციალური შემწეობის 200 ლარი და 180 ლარის ოდენობის პენსია - ეს არის ამ ოჯახის მთელი შემოსავალი. მათ საკუთარი საცხოვრებელიც კი არ გააჩნიათ. კიდევ კარგი, ქალაქის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ საცხოვრებელი ფართი უქირავა, თორემ ქუჩაში აღმოჩნდებოდნენ.

მეგობრებო, გიორგი ჩვენს გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს, რამეთუ მის ოჯახს ძალიან უჭირს. მოდით, გავუწოდოთ მას დახმარების ხელი და ვანუგეშოთ მისი სასოწარკვეთილი დედა! გიორგის ესაჭიროება მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები.

გიორგის დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ჯანაშია) ან ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/344-janashia/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42