"აფხაზეთის აღიარების საქმე ყოვნდება, რადგან ნებისმიერი სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეისადმი სიმპათიას გამოხატავს, აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ ექცევა. მათ მიმართ პოლიტიკური ხასიათის მუქარა, ეკონომიკური შანტაჟი ხორციელდება.
ეს ყველაფერი კი საქართველოსადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო სულაც არ კეთდება. მთავარი მოტივაცია ცივი ომის დროინდელი ინსტიქტებია. რუსეთი თავისი გიგანტური ბირთვული პოტენციალით, დასავლეთში, განსაკუთრებით კი აშშ-ის კონსერვატიულ წრეებში, ჯერ კიდევ აღიქმება მსოფლიოში, როგორც მისი ჰეგემონიის საფრთხე. აფხაზეთმა მათი თვალსაზრისით, ბარიკადის ეს მხარე არ აირჩია და დასავლეთის მხრიდან დიპლომატიურ ბოიკოტში თავადვეა დამნაშავე. დასავლეთმა გაიგო, რომ აფხაზეთი საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება, თუმცა რუსეთის საწინააღმდეგოდ, მისი აღიარება არ სურს და სხვასაც უკრძალავს", - განაცხადა ჩირიკბამ.
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, "შეფერხებების მიუხედავად, აფხაზეთი ადრე თუ გვიან, თავის მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზანს აუცილებლად მიაღწევს".
მასალის გამოყენების პირობები






