32 წლის ანა მამულაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება - ანის ავთვისებიანი მელანომას რეციდივი დაუდგინდა
საზოგადოება - 17:11, 18 Jul, 2018     1904

32 წლის ანა მამულაშვილს თურქეთში ჩატარებული კვლევებით დაუდგინდა ავთვისებიანიმელანომას რეციდივი, მრავლობოთი მეტასტაზებით ფილტვებზე, ღვიძლზე, საშვილოსნოსა დაკაუდალურ წილში. ექიმებმა ანას გამოჯანრთელების იმედი მისცეს.

დაენიშნა Target თერაპია (ტაბლეტური მკურნალობა) ხანგრძლივი ვადით.

ამ მეთოდით მკურნალობა და დანიშნული სხვადასხვა სახის კვლევის ჩატარება, წლისგანმავლობაში მინიმუმ 113 360 ლარი ჯდება. მკურნალობის ხანგრძლოვობა კი, დამოკიდებულიამკურნალობის შედეგზე, ამიტომ ამ თანხის მობილიზება ანას სიცოცხლის გადასარჩენად ძალიანმნიშვნელოვანია. თანხის შეგროვებას ვცდილობთ ყველანაირი გზით და მეთოდით, როგორცსახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე ბიზნეს სექტორთან ურთიერთობით, თუმცა ერთი წლისმკურნალობის თანხა ჯერ ვერ შევაგროვეთ. იქიდან გამომდინარე, რომ მედიკამენტების ყიდვაყოველთვიურად არის საჭირო, პროცესს მივყვებით ფეხდაფეხ და ვცდლობთ ანას მკურნალობისკურსი არ ჩაუვარდეს.

ანამ დანიშნული მედიკამენტები Mekinist 2 მგ. და Tafinlar 75 მგ. უნდა მიიღოს ყოველდღიურად. 2-ვე პრეპარატი თვის განმავლობაში ჯდება 7500 ლარი, არ იყიდება საქართველოში დასპეციალური შეკვეთით ჩამოაქვთ სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებს, შეკვეთიდან 3 კვირაში.

ასევე, 3 თვეში ერთხელ საჭიროა თურქეთში გამგზავრება, კვლევების და დამატებითიანალიზების ჩატარება, რომლის ღირებულებაც საერთო ჯამში, დაახლოებით 2000 ევროსშეადგენს. (5840 ლარი). ანალოგიური კვლევა ტარდება თბილისშიც, თუმცა აქ გაკეთებულიმაგნიტო რეზონანსული კვლევისას (მუცლის ღრუსა და მცირე მენჯზე) ანას დამამშვიდებელიდასკვნა გამოატანეს. „თოდუას კლინიკაში“ ჩატარებული კვლევისას, მუცლის ღრუში ვერ მოხდავერცერთი მეტასტაზის აღმოჩენა. სამწუხაროდ, საპირისპირო დაფიქსირდა თურქეთში.

მხოლოდ საწყის ეტაპზე, სამი თვის განმავლობაში, მედიკამენტებისა და გამოკვლევისთვისსაჭიროა 28 340 ლარი.

ანამ მკურნალობა 7 ივლისიდან დაწყო, ამ დროისთვის საჭირო მედიკამენტების შესაძენად თანხაჯანდაცვის სამინისტრომ დაუფინანსა.

7 აგვისტოს მისაღები მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის ნაწილი (5500 ლარისოდენობით) თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. თუმცა, ხანგრძლივიმკურნალობის სრულფასოვნად ჩატარებისთვის, ეს თანხები საკმარისი არ არის.

ანამ კანის ავთვისებიანი მელანომა 5 წლის წინ აღმოაჩნდა. დღესაც ვაგრძელებთსოცოცხლისთვის ბრძოლას, მაგრამ ამ შემთხვევაში, საზოგადოების დახმარება გვჭირდება.

ანა მებრძოლი და სოცოცხლით სავსე ადამიანია. კანის ავთვისებიანი მელანომა 2013 წელსაღმოაჩნდა და გაუკეთდა ოპერაცია. თურქეთში ჩაუტარდა ლიმფური კვანძების ბიოფსია დასიმსივნის მეტასტაზები არ აღმოაჩნდა. სამედიცინო ცენტრ „ანადოლუს“ (თურქეთი, სტამბოლი)ონკოლოგის დანიშნულებით ჩაიტარა ძვირადღირებული იმუნოთერაპია. (ინტერფერონი-„ინტრონ ა“, კვირაში 3 ჯერ). იმყოფებოდა ინკოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ და 3 თვეშიერთხელ უტარდებოდა საკონტროლო კვლევები. კვლევებმა აჩვენა, რომ ანა ჯანმრთელი იყო.მან ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლა მოიგო.

2015 წელს ანამ გაიგო, რომ ანდრე უნდა გაჩენილიყო. მიუხედავად, იმისა, რომ გარკვეულირისკი არსებობდა და მის ადგილას ბევრი სტანდარტულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ანამ უარითქვა ახალი სიცოცხლის ხელყოფაზე და შვილი მაინც გააჩინა.

ანა მამულაშვილი 32 წლის არის, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი: 12 წლის მია და 2 წლის ანდრე. ორიშვილის დედა დაუღალავად იბრძვის სიცოცხლისთვის და მას ჩვენი დახმარება სჭირდება.

ის პროფესიით ჟურნალისტია. წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიის თანამშრომელიიყო. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“, საინფორმაციო გამოშვების „ქრონიკის“ ჟურნალისტად.ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ის გასართობი გადაცემების კოორდინატორად.ტელეკომპანია GDS-ში მუსიკალური შოუს „ერთი-ერთში“ და დილის გადაცემის წამყვანი იყო.

ნებისმიერი თანხა, რომელიც ანას ხანგრძლივი მკურნალობის მანძილზე გამოჯანმრთელებაშიდაეხმარება, მისთვის, მისი შვილებისთვის, ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ძალიანმნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ და დაგვეხმაროთ ჩვენი ანისგადარჩენაში.

#ჩვენიანისთვის

ანგარიშის ნომრები:

თიბისი ბანკი
საბანკო კოდი - TBCBGE 22
ანგარიში: GE73TB7192345063300002

საქართველოს ბანკი
საბანკო კოდი - BAGAGE 22
ანგარიში: GE31BG0000000101246233

მიმღები - ანა მამულაშვილი N 01009018536





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42