ტრაგედიის შედეგად 55 წლის გიორგი ნიქაბაძემ უამრავი ჭრილობა მიიღო და 3 თვის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული. დღეს გიორგი ნიქაბაძე თავს უკეთ გრძნობს, გადაადგილდება ოთახში, თუმცა მხედველობა ცალ თვალში დაკარგა.
ჩერნოვერცკის ფონდმა მის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია გამოაცხადა. ათობით ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანა მეშახტის მდგომარეობა და მისთვის დახმარების თანხა გაიღო.
„ჩვენ ტყიბულში 500 ლარის საკვები პროდუქტი ჩავიტანეთ და გადავეცით დაზარალებულის ოჯახს, რომელსაც პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია. ასევე ვგეგმავთ ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ დაღუპული მეშახტეების კიდევ რამდენიმე ოჯახს“, - განაცხადა ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.
შეგახსენებთ, 4 აპრილს მინდელის სახელობის შახტში დაღუპული 6 მეშახტის ოჯახს ჩერნოვეცკის ფონდმა 7500 -7500 ლარი გადასცა ფინანსური დახმარების სახით.
მასალის გამოყენების პირობები






