6 თვეში 128 სკოლის ბუფეტი და საბავშვო ბაღი დაჯარიმდა
საზოგადოება - 13:02, 18 Jul, 2018     1493

ვადაგასული პროდუქტები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, კრიტიკული თუ არაკრიტიკული შეუსაბამობები სკოლის ბუფეტებსა და საბავშვო ბაღების კვების ბლოკში – ეს იმ დარღვევათა მცირე ჩამონათვალია, რის გამოც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 128 საბავშვო ბაღისა და სკოლის ბუფეტი დააჯარიმა.

სააგენტოს მიერ EDU.ARIS.GE– სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღის 68 კვების ბლოკი და 60 სკოლის ბუფეტი დაჯარიმდა.

რეგიონების მიხედვით კი ყველაზე მეტი სკოლა და ბაგა-ბაღი თბილისში, აჭარასა და კახეთში დაჯარიმდა. უფრო კონკრეტულად:

თბილისი – 26 ბაგა-ბაღის კვების ბლოკი და 25 სკოლის ბუფეტი;

აჭარაში – 21 ბაგა ბაღის კვების ბლოკი და 6 სკოლის ბუფეტი;

კახეთი – 10 ბაგა-ბაღის კვების ბლოკი და 3 სკოლის ბუფეტი.

ჩვენ მივიღეთ პასუხი კითხვაზეც თუ რა ტიპის ჯარიმებს აკისრებს სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლისა და საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 6 თვის განმავლობაში სააგენტომ 35 ობიექტი დააჯარიმა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, რაც 100-დან 500 ლარამდე ჯარიმას გულისხმობს (100 ლარი მცირე ბიზნესოპერატორისთვის, 500 ლარი ბიზნესოპერატორისთვის);

21 დაწესებულება კრიტიკული შეუსაბამობისთვის დაჯარიმდა – აღნიშნული დარღვევისთვის ჯარიმა 1000 ლარს და შეუსაბამობის აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესის შეჩერებას გულისხმობს;

38 ობიექტი დაჯარიმდა არაკრიტიკული შეუსაბამობისას მიცემული მითითების შეუსრულებლობისთვის, რის შედეგადაც მცირე ბიზნესოპერატიორებს 200 ლარით, ხოლო ბიზნესოპერატორებს 400 ლარის გადახდა დაეკისრათ.

სააგენტომ 8 ობიექტი დააჯარიმა ვადაგასული პროდუქციის განთავსებისთვის, აღნიშნული დარღვევისას ჯარიმის თანხა 200-დან 500 ლარამდე შეადგენს;

20 ჯარიმა კი ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაეკისრა სხვადსხვა ობიექტებს , რაც 200-დან 400 ლარამდე ჯარიმას გულისხმობს.

EDU.ARIS.GE-მ გამოითხოვა ინფორმაცია კონკრეტული ფაქტებისა და გამოვლენილი დარღვევების აღწერილობის შესახებ, რომელ მონაცემებსაც მისი მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

რაც შეეხება 2017 წელის განმავლობაში დაჯარიმებული სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვებითი ობიექტების რაოდენობას, სეს- ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჯამში 173 ობიექტი დაჯარიმდა. მათ შორის 101 ბაგა-ბაღის, ხოლო 72 სკოლის ბუფეტი იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42