"ხორვატია შორსაა და შორიდან ყველაფერი ლამაზად ჩანს, განსაკუთრებით ქერა თმა"- სიმართლე ხორვატიის პრეზიდენტზე
სოც.მედია - 11:28, 18 Jul, 2018     14133
უკვე რამდენიმე დღეა ფეისბუკგვერდები მონდომებით აზიარებენ სტატუსს იმის შესახებ, თუ როგორ ხელმომჭირნედ ცხოვრობს ხორვატიის პრეზიდენტი და რა რეფორმები გაატარა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა. ხორვატიის პრეზიდენტით საყოველთაო აღტაცებას სოციალურ ქსელში საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და ქალთა უფლებების აქტივისტი რუსუდან გოცირიძე ეხმაურება.


„მეზობლის ეზოში ბალახი რომ უფრო მწვანეა, მე მგონი ეგ ამბავია ჩვენს თავს. უკვე მერამდენე პოსტს გადავაწყდი ხორვატიის პრეზიდენტის სურათითა და პუნქტებად ჩამოწერილ მის საოცარ რეფორმებს.

გვერდით მიზის ხორვატი გოგო, რომელსაც პოლიტიკურ მეცნიერებათა PHD აქვს და თავისი ქვეყნის ამბავი ახლოდან იცის. ხო და . . . ქალბატონ კოლინდას მართლაც უხდება ხორვატიის საფეხბურთო გუნდის ფორმა, კარგი იუმორის გრძნობა აქვს და განათლებულიც ბრძანდება, მაგრამ არც მერსედესები გაუყიდია და არც ხეფასები გაუნახევრებია... არც ეკონომიკური რეფორმები ჩაუტარებია და ხორვატიას ევროპაში ყველაზე უფრო დაბალი ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი აქვს.

მართალია, ხორვატიის პრეზიდენტი ჩვენს პრეზიდენტზე უფრო მომხიბვლელია, მაგრამ ჩვენი გიორგივით უფლება ჩამორთმეულია. უფრო მეტიც, ულტრანაციონალურ იდეების გაჟღერება _ "ხორვატია ხორვატებისათვისო" - არ ეუხერხულება. გუშინდელ ზეიმზე სცენა დაუთმო იმ მომღერალს, რომელიც თავისი ფაშისტური მესიჯების გამო, ჰოლანდიასა და გერმანიაში არ შეუშვეს...

ხო და... რა ვიცი აბა.... ხორვატია შორსაა და შორიდან ყველაფერი ლამაზად ჩანს. განსაკუთრებით ქერა თმა“- წერს რუსუდან გოცირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42