პოფკავშირები პრემიერმინისტ მამუკა ბახტაძეს მიმართავენ "საქნახშირის" მიმართ რაიმე სახის შემაკავებელი ზემოქმედება მოახდინოს.
"პირველი იმედგაცრუება პროცესის დასაწყისში - მიუხედავად იმისა რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ორი დღის უკან, შახტების დაკეტვის, საფუძვლიანი გამოძიების, საფრთხეების სიღრმისეული შეფასების და იძულებითი მოცდენის პერიოდში მეშახტეებისთვის ხელფასის სრული გადახდის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, შპს ,,საქნახშირი"-ს ადმინისტრაცია უკვე მე-2 დღეა ცდილობს მეშახტეები შახტაში ჩაიყვანოს და სამუშაოები გააგრძელებინოს.
ანუ, შახტაში სადაც ორი დღის უკან 10 ადამიანი უსაშინლეს ავარიაში მოყვა, რამაც 4 ადამიანის გარდაცვალება და დანარჩენების დაშავება გამოიწვია, მეშახტეებს ჩასვლას აიძულებენ.
მეშახტეები ამის გამო ძალიან გაბრაზებულები, ნაწყენები და იმედგაცრუებულები არიან.
ქვეყანაში სადაც პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არაფრად აგდებს კონკრეტული კერძო კომპანია, საერთოდ როგორღა უნდა ქონდეს რომელიმე მოქალაქეს სახელმწიფო სტრუქტურების ნდობა.
საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, კომპანიის მიმართ დაუყოვნებლივ განხორციელდეს რაიმე სახის შემაკავებელი ზემოქმედება..." - აღნიშნულია მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






