თსუ იტალიასთან თანამშრომლობას აფართოებს
საზოგადოება - 21:06, 17 Jul, 2018     1152

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ეწვია. უნივერსიტეტში პრეზიდენტმა გამოფენა „საქართველო-იტალია: მეგობრობის ისტორია“ დაათვალიერა და სხვადასხვა სფეროში საქართველო-იტალიის ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრა. შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, საქართველოს და იტალიის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა, გაგიზიაროთ რამდენიმე მოსაზრება ჩვენი საერთო ევროპული განწყობის პერსპექტივაში დანახული მეგობრობის წარსულზე და, განსაკუთრებით, მომავალზე. ჩემთვის დიდი პატივია ამის გაკეთება კავკასიაში ყველაზე ძველ უნივერსიტეტში, მისი დაარსების მეასე წლისთავზე. ეს არის მოვლენა, რომელიც ემთხვევა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეასე წლისთავს. გილოცავთ საუკეთესო სურვილებით ამ უმნიშვნელოვანეს ორმაგ იუბილეს.“-განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე. მან ისაუბრა ქართულ-იტალიური მეგობრობის და თანამშრომლობის ისტორიაზე, რომელიც საუკუნეების წინ დაიწყო და დღესაც მრავალმხრივ ვითარდება. პრეზიდენტის განცხადებით, თანამშრომლობა აქტიურია და კიდევ უფრო გაფართოვდება განათლების და ინოვაციების სფეროში. როგორც სერჯო მატარელამ აღნიშნა, შემოდგომიდან იტალიური მხარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახალ პროექტებს წარმოადგენს.

„შემოდგომიდან, ამ უნივერსიტეტის მონაწილეობით, შემოგთავაზებთ ახალ ინიციატივებს უახლეს ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სწორედ 2018 წელი არის კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი“,-განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა.

ახალ პროექტებსა და მომავალ თანამშრომლობაზე გააკეთა აქცენტი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იტალიის 20-ზე მეტ უნივერსიტეტთან აქვს გაცვლითი პროგრამები, ასევე ერთობლივი, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, და სამომავლოდ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „ჩვენ ვაპირებთ გაცვლითი პროგრამების რაოდენობა და ხარისხი გავზარდოთ. დღეს შევთანხმდით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იტალიის სამეცნიერო საბჭო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ერთობლივად ვიმუშავებთ საქართველოსთვის სპეციალური პროექტის შექმნაზე, რომელიც ინდუსტრიასთან, განვითარებასთან და ზუსტ მეცნიერებებთან კულტურული მემკვიდრეობის კავშირს მიეძღვნება. ეს იქნება ინოვაციური ხედვა და აღქმა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა, რომელიც ძალიან განვითარებულია იტალიაში და ჩვენთვის ნამდვილად საშურია ის გამოცდილება, რომელიც მათ გააჩნიათ,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველო-იტალიის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდა.

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოს 16 ივლისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ქ. თბილისის მერთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42