ბარათაშვილის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიცვალა
საზოგადოება - 09:31, 18 Jul, 2018     1518

ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ივლისის 23:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 18 ივლისიდან დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები:

ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრავი N2, N25, N39 და N43 ავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ავლაბარი“ განისაზღვრა.

N46 ავტობუსი მგზავრებს დიღმის მასივიდან ბარათაშვილის ქუჩამდე გადაიყვანს.

N37 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „ისანს“ გორგასლის, გულიასა და ნავთლუღის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.

N122 ავტობუსი სადგურის მოედნიდან მუჯირიშვილის ქუჩაზე მოსახვედრად გაივლის წინამძღვრიშვილის ქუჩას, საიდანაც მოძრაობას განაგრძობს ხეთაგუროვისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით.

დროებით შეიცვლება ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრისკენ მოძრავი მიკროავტობუსების მარშრუტებიც:

ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები გაივლიან გორგასლის ქუჩას, შემდეგ 300 არაგველის ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

N61 და N111 სამარშუტო ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსები ბარათაშვილის ხიდიდან სამრეკლოს ქუჩაზე ხეთაგუროვისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით მოხვდებიან, ხოლო, N31 და N50 მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებად ევროპის მოედანი განისაზღვრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42