"ხუთი თვის შვილთან ერთად შესაძლოა ქუჩაში აღმოვჩნდე" - 18 წლის მარტოხელა დედა თავშესაფარს ითხოვს
საზოგადოება - 16:20, 17 Jul, 2018     1307
18 წლის მარტოხელა დედა, რომელიც 5 თვის შვილს ზრდის, თავშესაფარს ითხოვს.

როგორც ქრისტინა სიხარულიძე, გვიყვება, ახლა ის, თავის ჩვილთან ერთად მამინაცვალის ბინაში ცხოვრობს, რომელიც სოფელ მერიაში, სოციალურად დაუცველებს გადაეცათ.

ქრისტინა ამბობს, რომ მას მამინაცვალმა სხვა ბინაში გადასვლა მოსთხოვა. სოციალურად დაუცველი დედა-შვილი თავშესაფარს ქალაქის მერიას სთხოვს, რადგან რამდენიმე თვის შვილთან ერთად შესაძლოა მალე ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს: "მე პირადად სოფელ ძიმითში ვიყავი ჩაწერილი. დედაჩემს იქ მიწა ჰქონდა, რომელიც მერე გაყიდა. დროებით მამასთან ცხოვრობდი ჩოხატაურში. მამა ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და ახლა მამინაცვალის ბინაში ვარ. მასთან არ მაქვს კარგი ურთიერთობა, თან იქ ჩემი ნახევარ და-ძმები ცხოვრობენ. ერთხელ მამინაცვალთან კონფლიქტი გვქონდა და მას მერე გაბრაზებულია ჩემზე. მერიაში, ოროთახიან ბინაში ვართ ახლა. იქ მოდის ხოლმე ბავშვის მამა, შვილის სანახავად და ამაზე ძალიან ბრაზობს. მთხოვს წავიდე მისი ბინიდან. ხუთი თვის შვილთან ერთად შესაძლოა ქუჩაში აღმოვჩნდე"-გვიყვება რესპონდენტი.

ქრისტინა 15 წლის იყო, როცა მას 16 წლით უფროსმა მამაკაცმა ცოლობა სთხოვა. როგორც ის გვეუბნება, მაშინ დედასთან ერთად, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდა. სადაც მერიამ უსახლკაროები შეასახლა. სწორედ იქ გაიცნო მისი შვილის მამა, რომელმაც ის მოატყუა და რამდენიმე თვის ფეხმძიმე მიატოვა:

"ცოლობა რომ მთხოვა, გავიპარე და ქირით გადავედით საცხოვრებლად. რამდენიმე თვეში გავიგე, რომ მას ოჯახი ჰყავდა. ცოლი და შვილები. ფეხმძიმედ ვიყავი, როცა ურთიერთშელაპარაკების დროს ხელი დამარტყა. ამის გამო პოლიციაში დავრეკე. გამიბრაზდა და ბავშვი რომ დაიბადა გვარი არ მისცა. მაშინ მისი ცოლი მოვიდა ჩემთან და მითხრა, დააჭერინე თუ გინდა, სულ არ ვარ წინააღმდეგიო. ბავშვი ჩემს გვარზეა, მამიმისი მოდის ხოლმე და ნახულობს.

ორი კვირაა დავდივარ ოზურგეთის მერიაში ბინის თაობაზე და დღეს-ხვალეს ძახილში აქამდე მოვედი. სოციალური დახმარება გვაქვს, 110 ლარი თვეში, ბავშვს საკვების ვაუჩერიც აქვს, თვეში 80 ლარიანი. ბინის დაქირავებას ვერ ვახერხებთ ჯერ, ბევრი გვყავს რიგში და ბიუჯეტი ამდენს ვერ წვდებაო. ჩემი შვილის მამა ვერ მეხმარება, არა აქვს საშუალება, რომ ქირა გვიხადოს"-გვიყვება ქრისტინა სიხარულიძე.

თუ რა მიზეზით ეუბნებიან უარს მარტოხელა დედას ოზურგეთის მერიაში და რატომ ვერ ხერხდება მისთვის ბინის ქირით უზრუნველყოდა, ამ კითხვით მერის მოადგილეს, სოციალურ საკითხებში ირაკლი სირაძეს მივმართეთ:

"2014 წელს, როცა გამგეობაში ვმუშაობდი, ბინის ქირას ვუხდიდიდით სულ 8-9 ოჯახს, მერე მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და დავიწყეთ სოციალურ სახლზე ფიქრი. მერე სხვები მოვიდნენ ხელისუფლებაში და ოზურგეთში უკვე ორი ასეთი სახლია, ძველი საავადმყოფოს შენობა და მერიის ყოფილი სამხედრო ბინები. 150 ოჯახია განთავსებული ამ სოციალურ სახლებში და 80-მდე დაგხვდა ქირაზე. ახლა უკვე 85 ოჯახია. ფიზიკურად მეტს ბიუჯეტი ვერ წვდება. ახლა აქტიურად ვაწარმოებთ იმის შესწავლას, რამდენად კანონიერად არიან ოჯახები ამ ქირავნობის პროგრამაში ჩართულები. შესასწავლია ეს საკითხი და ვსწავლობთ. ასევე შესასწავლია, თუ რამდენად ეკუთვნით იმ ადამიანებს სოციალურ სახლებში ფართი, ვინც იქ ყავთ შესახლებულები.

ქრისტინას მსგავსად, არის რამდენიმე მარტოხელა დედა. 2-3 შვილი რომ ჰყავთ და თავშესაფარს ითხოვენ. მე ველაპარაკე ქრისტინას და ვუთხარი, რომ ცოტა დრო გვჭირდება, მალე განთავისუფლდება ხუთი ბინა და ერთ-ერთი თვითონ იქნებოდა, ვისაც დავაკმაყოფილებდით. ვიზრუნებდით მასზე. ჩვენ ის უარით არ გაგვისტუმრებია"-გვითხრა ირაკლი სირაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42