ტაჯიკმა გოგონამ, რომელმაც საქართველოში იმშობიარა, შვილს ექიმის სახელი დაარქვა
სოც.მედია - 16:01, 17 Jul, 2018     4113
სოციალურ ქსელში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ტაჯიკი გოგონას შესახებ წერს.

"ახალშობილ ტაჯიკ გოგონას ექიმის სახელი - ბელა დაარქვეს. ჩვენს ექიმებს, თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავ შემთხვევასთან უწევთ შეხვედრა. ადამიანების გადარჩენა მათი ყოველდღიურობაა, მაგრამ გაცილებით სასიხარულო და პოზიტიურია, როდესაც სამყაროს ახალი სიცოცხლე ევლინება და ამაში მონაწილეობას იღებ.

დღეს ჩვენი იტორიის გმირები ბრიგადა 1112- უფროსი ექიმი ბელა როსტომაშვილი, უმცროსი ექიმი მაია ვალშაკოვა და მძღოლი გია გოგრიჭიანია. გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას უცხო ქვეყნის მოქალაქე, 28 წლის ქალი დახვდათ, რომელსაც მშობიარობა უკვე დაწყებული ჰქონდა. იყო ენის ბარიერიც: ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ქართული ენა არ იცოდა, ხოლო უცხოურ ენებში ძალიან მწირი ლექსიკა ჰქონდათ. გაირკვა, რომ ცოლ-ქმარი საქართველოში სამოგზაუროდ იყო ჩამოსული.

უფროსი ექიმის ხანგრძლივი სამედიცინო პრაქტიკის მიუხედავად, მისთვის პირველი შემთხვევა იყო, რომ მშობიარობა უნდა მიეღო.ბინიდან ძლივს მოასწრეს ეზოში ჩამოსვლა და სასწრაფოს მანქანაში ჩასხდომა, როდესაც პაციენტს ინტენსიური ტკივილები დაეწყო და სულ რაღაც რამდენიმე წამში მანქანაშივე იმშობიარა. დაიბადა ჯანმრთელი გოგონა. ახალგაზრდა ქალისათვის ეს მეორე მშობიარობა იყო.

საოცარი იყო გულშემატკივარი მეზობლების ემოცია.

ბედნიერი მშობლების გადაწყვეტილებით, პატარა გოგონას ექიმის სახელი - ბელა დაარქვეს.

დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ულოცავს ახალგაზრდა ოჯახს მეორე შვილის დაბადებას!" - წერს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42