"აგრესიულად მიმართა... ერთ წუთში თმაში წვდა გოგონას და შეიქმნა გულის ამრევი სიტუაცია" - რა მოხდა არტ-გენზე
სოც.მედია - 13:57, 17 Jul, 2018     7268
სოციალურ ქსელში გიორგი მაჭარაძე "არტ-გენზე" წერს.

“არ შემიძლია გამოხმაურების გარეშე დავტოვო ინციდენტი, რომელიც გუშინ (15.07.2018), არტ-გენის დახურვაზე, ჩემს თვალწინ მოხდა.

ნიაზმა საკუთარ ბენდთან ერთად დაიწყო თუ არა დაკვრა, მომენტალურად, ქალბატონმა, რომელიც სცენიდან მოშორებით იჯდა, საკმაოდ აგრესიულად მიმართა სცენასთან ახლო მდგარ გოგონას - ხელს მიშლი ყურებაში და დაჯექიო, რაც არტ-გენისთვის საკმაოდ უხრხული მიმართვა გახლავთ, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია სცენასთან მყოფმა გოგონამ. ქალბატონმა მეორედ უფრო მეტი აგრესით მიმართა და დაემუქრა - დაჯექი, გირჩევნია, მანდ არ ჩამომიყვანოო. ამის თქმა და ჩასვლა ერთი ქნა. პირადად რას ესაუბრებოდა, უფრო სწორად სიტყვიერად რას ეჩხუბებოდა, ვერ გავიგე, მაგრამ ერთ წუთში თმაში წვდა გოგონას და შეიქმნა ის გულის ამრევი სიტუაცია, რასაც ქალების ჩხუბი ჰქვია!

ბევრი რომ არ ვისაუბრო, თავდამსხმელს ბევრად კარგად მოხვდა და ბოლოს მუზეუმის დაცვამ დაამშვიდა სიტუაცია.

დიდი ალბათობით, ეს ქალბატონი პირველად გახლდათ არტ-გენზე, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს ფესტივალი თავიდან ბოლომდე სიყვარულს, მშვიდობას, პატივისცემასა და თანადგომას ქადაგებს დაარსებიდან აგერ მეთხუთმეტე წელია. ფესტივალის ყველა მონაწილე და ყველა წამყვანი მხოლოდ სიყვარულზე და ერთმანეთის გვერდით დგომაზე უკრავს, მღერის და საუბრობს. კი, ბატონო, არტ-გენი სწორედ ის ფესტივალია, სადაც ყველა სტუმარი ერთმანეთს ადგილს ვუთმობთ და ლუკმას ვუნაწილებთ. წვიმაში ჩვენთვის წაღებულ ქოლგას ვუთმობთ უქოლგოდ მოსულ, სრულიად უცხო ადამიანს, ან ორივე ერთი ქოლგის ქვეშ ვთავსდებით. სიცხეში წყალს ვჩუქნით, მუდმივად კი ღიმილს, სიყვარულს და პატივისცემას.

თხუთმეტი წელია არც-ერთი არტ-გენი გამომიტოვებია და მსგავსი უმსგავსობა არასდროს მინახავს. ძალიან სამარცხვინო საქციელი იყო და ის ქალბატონი იმედია ოდესმე მიხვდება, რომ არტ-გენზე ყველა ერთმანეთს ვეფარებით და ვეფერებით, ვცეკვავთ ან ვსხედვართ არაკომფორტულ ადგილზე, უმეტესი ნაწილი ბალახზე ან ასფალტზე, ზოგიც არაკომფორტულ იარუსზე და ეს არტ-გენისთვის ჩვეულებრივი მომენტია, რადგან კომფორტულად დაჯდომისთვის არავინ დავდივართ იქ.

დიდი მადლობა არტ-გენის ყველა ორგანიზატორს, მონაწილეს და ჯგუფ 33ა-ს გუშინდელი უმაგრესი კონცერტისთვის!” - წერს გიორგი მაჭარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42