„არ მიხარია იმის დაწერა რაც ახლა უნდა დავწერო... ორ წელიწადში კიდევ უფრო მძიმედ ვიქნებით“- თორნიკე შარაშენიძე
სოც.მედია - 11:40, 17 Jul, 2018     3655
მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატზე და ჰელსინკში პუტინი-ტრამპის შეხვედრაზე განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:


„არ მიხარია იმის დაწერა რაც ახლა უნდა დავწერო, მაგრამ გაჩუმებით ფაქტი არსად გაქრება.

ფაქტი კი ისაა რომ ბოლო ერთი თვე პუტინმა მოახერხა პოზიციების სერიოზული გამყარება და ლეგიტიმაცია.

ფიფას პრეზიდენტმა, კორუმპირებული ბლატერის ღირსეულმა მემკვიდრემ ინფანტინომ მას ჯერ დიფირამბები უმღერა და მერე მედლები დაარიგებინა. ინფანტინო ბლატერზე უფრო დახვეწილია - ახერხებს ერთდროულად იყოს პუტინის თაყვანისმცემელიც და პოლიტკორეტჩიკიც (ტრიბუნებზე მჯდარი ლამაზი გოგოების ჩვენებას კრძალავს).

ერთი უწყინარი ფრაზის გამო ლამის მთელმა ხორვატმა ერმა რუსეთს ბოდიშები და მადლობები უხადა. ამ მხრივ მათმა მოსექსუალო პრეზიდენტმა ყველაზე მეტად ისახელა თავი. მე პირადად ოდესღაც მაოცებდა როგორ ახერხებდა ბრეჟნევი ყველას კოცნას, მაგრამ ეს არაფერია ამ ქალის ჩახუტებებთან შედარებით.

მუნდიალის შემდეგ კი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა.

რუსეთში გატარებული არაპოპულარული რეფორმები მედვედევს ეტენება. აქ მახსენდება სვიფტი და მისი იაჰუები. იაჰუების ბელადი მოადგილედ ყველასგან საძულველს ირჩევს ხოლმე რომელსაც ატყდება თავს ხალხის რისხვა.

ლოგიკურია რომ ჩვენ ნატოს სამიტზე ვიღებთ კრენდელის ხვრელს (дырка от бублика).

და ალოგიკურია რომ ყველაფერ ამის ფონზე გვინიშნავენ ალბათ ყველაზე უფრო მეტად გამოუცდელ მთავრობას რაც კი ოდესმე გვყოლია.

I am afraid ორ წელიწადში კიდევ უფრო მძიმედ ვიქნებით.“- წერს თორნიკე შარაშენიძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42