ტყიბულში მომხდარი ტრაგედია - არასამთავრობო სექტორი პარლამენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს
საზოგადოება - 18:47, 16 Jul, 2018     1362
საქართველოში მოქმედი 4 ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ორგანიზაცია ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის ობიექტურ გამოძიება მოითხოვს.

მესამე სექტორში თვლიან, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ტყიბულის სხვადასხვა შახტში დაღუპული 15 ადამიანის გარდაცვალების და მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების მიზეზებს გაარკვევს.

მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიებიდან ამ დრომდე არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

„ჩვენ ვდგავართ, როგორც შრომის პოლიტიკის, ასევე სისხლის სამართლის მნიშვნელოვანი ჩავარდნის წინაშე. ჩვენ ტყიბულში და არა მხოლოდ ტყიბულში, საქმე გვაქვს განგრძობად და სისტემურ დანაშაულთან, რომელიც არის მართული დასაქმებულების წინააღმდეგ. არც ერთ შემთხვევაში ტყიბულში, ჩვენ არ ვიცით, გამოძიებამ რაიმე შედეგი დადო თუ არა. ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. შევეცდებით, რომ გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, იმისთვის, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ვაიძულოთ ამგვარი გადაწყვეტილებები მიიღოს,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისსოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, ლინა ღვინიანიძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„აუცილებელია, ვიცოდეთ, ასეთ შემთხვევაში რას უკავშირდებოდა გამოძიების არაეფექტურობა. ეს იყო, უბრალოდ, პოლიტიკური ნების არარსებობა, რომ ამ საქმეებზე გამოძიება ყოფილიყო ბოლომდე მიყვანილი, თუ უბრალოდ სხვა მომენტთან გვქონდა ჩვენ შეხება,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42