„მამაჩემს უბრძოლია. „ვაი დედა“ ესღა მოასწრო... სამუდამოდ დააგვიანდა“ - მამაჩემი რომ მეშახტე ყოფილიყო?!
სოც.მედია - 17:07, 16 Jul, 2018     2858
ტყიბულის შახტში მეშახტეების დაღუპვას ბრლოგერი გიორგი ლაპარიშვილი ფეისბუკზე ეხმიანება:


მამაჩემი რომ მეშახტე ყოფილიყო?!

90-იანები ახალი დამთავრებული იყო. ქვეყანაში ისე ბნელოდა თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ალაგ-ალაგ, დროდადრო, ისმოდა სიხარულის შეძახილები, რომელიც შუქის მოსვლას ახლდა და ყველა დღესასწაულს უტოლდებოდა (ზოგს ჯობნიდა კიდევაც).

მამაჩემი „საქენერგოში“, ელქსელებში, ენერგეტიკის სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობდა. ბაბუაჩემიც.

ხშირად, სახლში სხვადასხვა უბნიდან ბრბო მოგვივარდებოდა: - შუქი რატო არ გვაქვსო?!

თითქოს გამონაგონ მე-9 ბლოკს, ჩემი ოჯახი ბლოკავდა. ბრბოს აბობოქრება ზოგჯერ ჩხუბითაც კი მთავრდებდა. ქვეყანაში პურიც ჭირდა და სამართალიც...

მამაჩემი მიდგა-მოდგა და ამ უსინათლო სამსახურს თავი დაანება. ბევრი იმუშავა თუ ცოტა იმუშავა, მაინც იქ დაბრუნდა, სადაც ბოლოს, სიცოცხლეც დატოვა...

ბიზნესბიძებმა თავისი ნაყიდი ტერიტორის კაბელებისაგან გათავისუფლება გადაწყვიტეს. ეს ამბავი უფასოდ ელქსელებს დაევალა. 7 კაციან ბრიგადაში 1 მამაჩემი იყო.

მთასავით კაცი, რომელსაც დედაჩემის სიზმრებზე სულ ბავშვური გულწრფელობით იღიმოდა. იმ დღეს სიზმარს შეუშინებია. ქუჩაში შემხვედრისთვისაც კი უკითხავს სიზმრის ახსნა თუ იციო. დაუცინია იმ კაიოჯახიშვილს.

„ტანი უგრძნობდა“. კოლეგამ უთხრა ბოძზე ამხელა ტანით არ ახვიდე, ქვემოთ იმუშავეო. ქვემოთ კი უკანონოდ გაყვანილი, ბნელი ქვეყნის ნათელი კაბელი მიიკლაკნებოდა...

მამაჩემს უბრძოლია. „ვაი დედა“ ესღა მოასწრო და გათავდა. სიცოცხლე გათავდა, წუთისოფელი... 34 წლის იყო, ახლანდელ ჩემზე, 2 წლით დიდი, მხოლოდ 2 წლით.

ამ დღეს ჩემი დის დაბადებისდღე იყო.

მამაჩემს დააგვიანდა, სამუდამოდ დააგვიანდა…

წესიერად სიკვდილიც არ აცალეს. ბიზნესბიძები დაფაცურდნენ... პროკური მოიძურწა, აბა ამხელა ვაჟკაცის სხეული ექსპერტიზით როგორ უნდა დაასახიჩროთ უბედური შემთხვევა იყო, აგერ ხელი მოაწერეთ, რომ ჩივილის არ აპირებთო. გრძელი ენებიც გაავლეს, მგონი კაბელს იპარავდა და ამიტომ დაემართა იმ უბედურსო. გაჩუმდით, ხალხი არ ალაპარაკოთო...

ბიზნესბიძებმა გაიმარჯვეს. სამართალი მშიერი დარჩა.

მამაჩემის ხელფასიც კი, რომელიც კანონით გვეკუთვნოდა, რამდენიმე წელიწადში მიტოვებული სახლის ღობესავით მოგვიხსნეს. რა ვქნათ კომპანია გაკოტრდაო, კომპანიას სახელი გამოუცვალეს, კანი იგივე დაუტოვეს. სახელმწიფომ აქაც ჭამა...

სამაგიეროდ, ისეთი ქელეხი გაიმართა 6 ქორწილს დაიტევდა. ახალგაზრდა კაცი იყო, აბა სხვანაირად როგორ შეიძლებაო. ჭამე რამეს პირი დაადგი, არ შეიძლებაო, მიცვალებულს არ მიეკაროთ არ შეიძლება, ინერვიულებთო… ნუ ტირით არ შეიძლება, მიცვალებულის სული ცრემლში დაიხრჩობაო...

აქ საზოგადოებამაც ბლომად ცრურწმენები და ცრუპენტელობები ყარა.

ბებიაჩემი მამაჩემის დარდს მალევე გადაყვა. ცოტა მერე ბაბუაჩემიც. ჩვენ კიდევ ამ დარდის, უსამართლობის და წამებში წართმეული სიცოცხლით, ცოცხლები დავრჩით...

ახლა, როცა 21-ე საუკუნე უკვე სრულწლოვანია, ახლა როცა შუქი მთელ ქვეყანაში ანთია, ისევ ბნელა...

ადამიანები ისევ იხოცებიან, ბიზნესბიძები ისევ სიცოცხლეებზე ითბობენ ხელს, სახელმწიფო ისევ უსუსურობს, საზოგადოება ისევ ატამივით იხლიჩება...

ვფიქრობ, ნეტავ, ახლა, მამას და სამართალს მაინც დავკარგავდი?!

მამაჩემი რომ მეშახტე ყოფილიყო?!






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42