"ეპილეფსიის გამო, წონასწორობას კარგავს და იატაკზე ეცემა" - 9 წლის ანანოს მძიმე ხვედრი, რომელსაც მხოლოდ მამა უვლის
საზოგადოება - 15:39, 16 Jul, 2018     2142
9 წლის ანანო შავიძეს ბედმა მძიმე ხვედრი არგუნა. გოგონა დაიბადა ცერებრალური დამბლით, გარდა ამისა მას აღმოუჩინეს ისეთი მძიმე დაავადება, როგორიცაა ეპილეფსია. 2 წლის ასაკში მას მყესებზე უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგ გოგონამ შესძლო ოთახში მშობლების დახმარებით გადაადგილება.

დღეს ბავშვის მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ანანოს კვლავ არ შეუძლია დახმარების გარეშე გავლა, წონასწორობას კარგავს და იატაკზე ეცემა. მისი მდგომარეობა მთლიანადაა დამოკიდებული გამაყუჩებელ წამლებზე. გოგონა ფაქტიურად მედიკამენტებით ცხოვრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შესძლებს სიცოცხლეს.

ანანო შავიძის ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს. რამდენიმე წლის წინ მათ საცხოვრებელი სახლი რუსთავში გაყიდეს, რომ დანაზოგი ფულით შვილისთვის ემკურნალათ დედაქალაქში. ახლა შავიძეები თბილისში ქირით ცხოვრობენ. მათ უკვე ყველა მარაგი ამოწურეს, რაც ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ანანანოს დედა შაქრის დიაბეტით არის დაავადებული. ბავშვს ძირითადად მამა უვლის. „როდესაც ჩემს შვილს ვუყურებ, სულ მეტირება. იგი ისეთი უსუსური და უმწეოა. ღმერთს ყოველთვის შევთხოვ, რომ ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს მას მძიმე ხვედრი. რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ სამსახურში ვერ გავდივარ, ბავშვს მოვლის გარეშე ვერ ვტოვებ, მწირი მატერიალური ყოფა კი გვახრჩობს“, - ამბობს იმედა შავიძე, ბავშვის მამა.

ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს მიზერული სოციალური შემწეობა და ბავშვის პენსია. ეს თანხა ანანოს მედიკამენტებს სჭირდება და ფაქტიურად ოჯახში საჭმლის ფული არ რჩება.

მეგობრებო, შავიძეების ოჯახს გადაუდებელი დახმარება სჭირდება, რამეთუ ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას. მას ესაჭიროება ჰიგიენური საშუალებები, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები. მოდით, დავეხმაროთ პატარა ანანოს და შევუმსუბუქოთ მძიმე მდგომარეობა!

ანანოს დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანანო შავიძე), ან ჩვენი ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/343-shavidze/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42