"ვიღაც არაკაცმა მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში" - ზესტაფონში ძაღლი სასტიკად მოკლეს
სოც.მედია - 16:28, 13 Jul, 2018     9304
შემზარავი ისტორია ვრცელდება სოციალურ ქსელში. როგორც ფეისბუკმომხმარებელი ზვიად ზალიკიანი წერს, სასტიკად მოკლეს ეზოს ძაღლი, რომელსაც მისი ოჯახი მფარველობდა.

"ზესტაფონში ერთი ძაღლი გვყავდა შეფარებული ეზოში. ჩავდიოდი, ძაღლის საკვებს ვყიდულობდი და ვპატრონობდი. ჩემი არყოფნის დროს კი ჩემი ოჯახის წევრები უვლიდნენ. მეზობლებს არ მოწონდათ და ასჯერ ვეჩხუბე, ვერაფერი გავაგებინე. პატრულში დარეკეს და წაიყვანეს ძაღლი ქუთაისის თავშესაფარში. იქ ყურზე საყურე და კასტრაცია გაუკეთეს და როგორც იქნა, დავიბრუნეთ როკი. მერე ცემეს კიდეც მეზობლებმა, ჩემებმა მოუარეს და ფეხზე დააყენეს. ფოტო ან ვიდეო მასალა არ გვქონდა და ვერაფერს ვაკეთებდით. ჩემს დას ნანახი აქვს, პატრულთან ერთად, დააპირა ცემა მერიის თანამშრომელმა ძაღლის ცემა ამ დიდი გარჩევის მერე, მაგრამ პატრულს არც შეუკჩნევია. აქეთ გვაწვებოდა. ვინც ცემა, იმის მიმართ აგრესიული გახდა, თუმცა არასდროს არავისთვის უკბენია. დღეს ბებიამ მირეკავდა და ვერ ვუპასუხე. მომწერა, როკი მოკლესო. ვიღაცა არაკაცმა, რომლის ვინაობაც ცნობილია, მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში და არავისთვის არაფერი დაუშავებია. პატრული ჩემებს ეუბნება, ხალხს კბენდა და მოსაკლავიაო. რა თქმა უნდა, მე 112-შო დავრეკე და ამათ მითხრეს გზაშია ეკიპაჟიო, როცა უკვე პატრული იქ იყო და ჩემებს ეჩხუბებოდა და აქეთ ადანაშაულებდა. კიდევ დავრეკე და ვუთხარი 112-ს, თქვენ ვინ გეუბნებათ, რომ გზაში არიანთქო. ჩვენთან მხოლოდ გასვლა ფიქსირდებაო. მეთქი, უკვე იქ არიან და თქვენ არ გეუბნებიან-თქო. გენ.ინსპექციას გადავცემთო. გადაეცით-მეთქი" - წერს ზვიადი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სსკ- 259-ე მუხლით, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42