"ღამე იმ ჩეხი ქალების გაუპატიურებას და კაცების მოკვლას ვგეგმავდი... ავადმყოფი არ ვარ, მაგრამ 8 თვეა ქალი არ მინახავს და გონება მებინდება როცა ვსვამო"
სოც.მედია - 12:38, 13 Jul, 2018     36022
სოციალური ქსელში გურამ მეგრელიშვილმა მწყემსის შესახებ ისტორია გაიხსენა.

“2004 წელს, აბუდელაურის ტბებთან დაგვიღამდა. დილით მწყემსი შეგვხვდა და არყის სანაცვლოდ ცხვრის დაკვლაზე დაგვთანხმდა, ბანაკი აქვე მაქვსო. ეს “აქვე” იყო 4 კილომეტრი ზევით, მთაში.

წინააღმდეგი ვიყავი მასთან მისვლის, მაგრამ ჯგუფის დიდმა ნაწილმა დაიჯჟინა და ვესტუმრეთ.

ჩობან ყაურმა გაგვიმზადა და 90 გრადუსიანი სამედიცინო სპირტი (გაუზავებელი) მარტომ დალია ლიტრაზე მეტი.

ჩეხი ტურისტები მოგვადგნენ. 3 ქალი და 2 კაცი. დარჩით ჩვენთან-მეთქი, ვეპატიჟე და კაცებმა იუარეს. მწყემსი ჯერ ბურტყუნებდა გაუშვით რას ეპატიჟებითო და მერე ჩააჯინდა დარჩითო და ქალებმაც გადაიფიქრეს. წავიდნენ.

რაკი ეს მეცხვარე მასპინძელი იყო, ღამე ცეცხლთან მარტო არ დავტოვე და ველაპარაკებოდი.

ნაკითხი კაცი იყო, უცნაურად ზომიერად იცოდა ასტროლოგიაც, ეზოთერიკაც და მხატვრული ლიტერატურაც.

საინტერესოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. ცოლმა ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მომაყენა და ცხვარში ამიტომ დავბრუნდიო.(ძალიან საინტერესო ცოლი ყავდა)

მოკლედ, დილამდე მომიყვა მთელი ცხოვრება. მერე აგვეკიდა და ბანაკშიც წამოვიდა, დატოვა 1000 ზე მეტი ცხვარი სრულიად მარტო, ძაღლების და კოსტას (ვაცი) ამარა.

ბანაკშიც მაგრად შეგვაწუხა, დაგვღალა და დაგვტანჯა. სვამდა და ლაპარაკობდა.

მერე გადამეკიდა, იარაღი უნდა გაჩუქოო. რაღაც ძველი TT ჰქონდა და ძმადგავიფიცოთ და გაჩუქებო. რომ მანახა პისტოლეტი, კი მივხვდი, რომ ვერ იყო ჯანზე და “ევაკუაციის” გეგმას ვსახავდი გონებაში, რომ ამ მთვრალ კაცს რამე არ ჩაედინა.

მეორე დილამდე სვამდა. ისევ ვეჯექი და ვუსმენდი. ამჯერად ნაკლებად ინტერესით და მესამე ლიტრიანიც რომ დალია, მეუბნება. კიდევ კარგი ის ჩეხი ტურისტები გაუშვი, ღამე იმ ქალების გაუპატიურებას და კაცების მოკვლას ვგეგმავდიო. თქვენც ყველას ზედ მიგაყოლებდით, ხმა რომ ამოგეღოთო. ავადმყოფი არ ვარ, მაგრამ 8 თვეა ქალი არ მინახავს და გონება მებინდება. როცა ვსვამ, იმ წუთას მხოლოდ იმ წამიერზე ვფიქრობ და არ მაინტერესებს შედეგი რა იქნებაო.

შუადღისას გავაგდე ბანაკიდან. ტირილით წავიდა, როგორ გესროლო ძმობა შემოგფიცეო და წავიდა. მერე გავიგე, როშკიონებს გაუგდიათ იმ ტერიტორიიდან საერთოდ.

ეს მძიმე ამბავი გამახსენდა ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე. მწყემსების დემონიზებას არ ვცდილობ, უბრალოდ, ალბათ აქვს ამ საქმეს “პროფესიული სისუსტეები”. ძირითადი მიზეზი გაუნათლებლობააო, ამბობენ, მაგრამ ის კაცი არ იყო საშუალოსტატისტიკურ ქართველზე დაბალი IQ-ს მქონე" - წერს მეგრელიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42