თსუ-ში სტუდენტური კონკურსის “პლანეტა რიდმორი” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საზოგადოება - 10:11, 13 Jul, 2018     1349
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის „პლანეტა რიდმორის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ ერთობლივი პროექტის პირველი ადგილის მფლობელი ბექა გოგინავა გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი, შესაბამისად, მედეა ფანცულაიამ და ვასილ ქარსელაძემ დაიკავეს. გამარჯვებულებს პარტნიორმა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ სპეციალური პრიზები გადასცა: პირველი ადგილის მფლობელი ევროპაში სასწავლო ტრენინგის საგზურით დაჯილდოვდა, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა სტუდენტებმა კი 1000 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები მიიღეს. პროექტის ათივე ფინალისტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ სამახსოვრო პრიზები გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონიალს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, გამომცემლობის დამფუძნებლები ირაკლი ბაკურიძე და მარი კორინთელი ესწრებოდნენ. დაჯილდოებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო საკონკურსო წიგნებში შემავალი ერთ-ერთი წიგნის „გლდანი - შეუძლებელი რომანის“ ავტორი გურამ მაცხონაშვილი.

როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, „პლანეტა რიდმორი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სტუდენტების მაღალ ინტერესს იწვევს. „პლანეტა რიდმორი“ საინტერესო კონკურსია, რომელსაც, ტრადიციულად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ატარებს. წელს პროექტის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო. პირველ ეტაპზე 400-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, დარჩა 10 ფინალისტი. 10 ფინალისტიდან კი დღეს 3 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც ძალიან საინტერესო პრიზები გადაეცათ,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მარი კორინთელის თქმით, „პლანეტა რიდმორი“ უნიკალური პროექტია, რომელსაც დამარცხებული არ ჰყავს. „კონკურსიდან ყველა მონაწილე რაღაც სარგებელს იღებს, სულ ცოტა ერთ საინტერესო წიგნს მაინც კითხულობს. დღეს სტუდენტები ძალიან დაკავებულები არიან და შესაძლოა, მხატვრული ლიტერატურის წასაკითხად საკმარისი დრო აღარ ჰქონდეთ. ეს პროექტი კი ძალიან კარგი წახალისებაა, რათა სტუდენტები მთელ მსოფლიოში აქტიურად მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს არ ჩამორჩნენ.“ - აღნიშნა გამომცემლობის დამფუძნებელმა.

ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულმა ბექა გოგინავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობას „წიგნები ბათუმში“ საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტისთვის მადლობა გადაუხადა. „პროექტში მონაწილეობით ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი, რადგან ძალიან მაღალი კონკურენცია იყო. მე ვფიქრობ, ასეთი პროექტები ხშირად უნდა ტარდებოდეს და უფრო მეტმა სტუდენტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა“ - აღნიშნა გამარჯვებულმა.

შემეცნებითი პროექტი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის აპრილში დაიწყო და სამი თვის განმავლობაში ტარდებოდა. კონკურსანტები ყოველ კვირას პროექტისათვის შერჩეულ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ მათთვის მომზადებულ ტესტებს წერდნენ. საერთო რეიტინგში ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალში შეხვდა.

პროექტის თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა ტურის ლიდერი, რომლებიც სამახსოვრო საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. კონკურსის ფარგლებში ასევე ჩატარდა 8 ონლაინ ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც საერთო რეიტინგში დამატებით 2 ქულას იღებდნენ. პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთობლივად მესამე წელია ახორციელებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42