ცუდი „გენგეგმა“ ჯობია სულ არაფერს ?!
საზოგადოება - 10:28, 12 Jul, 2018     11754

არის !!!

როგორც იქნა გვეღირსა დოკუმენტი, რომელსაც რატომღაც „მოფერებით“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმას უწოდებენ.

თბილისის მერიამ, როგორც იქნა და მოახერხა აღნიშნული დოკუმენტი, ნაცვლად 2018 წლის 1 ივნისისა, 4 ივლისს გაასაჯაროვა და 9 ივლისს გადაუგზავნა საკრებულოს დასამტკიცებლად. საკრებულოს კი აგვისტოს ბოლომდე აქვს ვადა, რათა მოახერხოს ამ დოკუმენტის განხილვა და შეჯერებული ფორმით მისი დამტკიცება.

მიუხედავდ იმისა, რომ თბილისის მერის მოადგილემ დოკუმენტის საბოლოო სახის პრეზენტაცისას გააკეთა განმარტებები, რომ გენერალურ გეგმაში ყველა ხარვეზი ჩასწორებულია და რისკებიც გათვალისწინებულია, რომ გენერალურ გეგმაში გაიწერა სად გაშენდება დედაქალაქში ახალი გამწვანებული ზონები, ასევე განსაზღვრულია სად შეიზღუდება მშენებლობები და სად აშენდება ახალი საცხოვრებელი უბნები, მსგავსი ამ დოკუმენტში არაფერი წერია.

რეალურად ჩვენ სახეზე გვაქვს დოკუმენტი, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შედგენის საპროექტო დავალება“, დიახ დავალება, რომლის საფუძველზეც უნდა გაკეთდეს რეალური გენგეგმა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილების პროექტი - „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ შედგება 6-ი დანართისაგან და 4-ი ძირითად კონცეფტუალური მოსაზრებისგან: ა) კომპაქტური ქალაქი ბ) მწვანე ქალაქი გ) კარგად შეკავშირებული ქალაქი დ) მედეგი ქალაქი. ამ დოკუმენტის დარჩენილი ნაწილი კი დათმობილი აქვს ქალაქგეგმარებითი და არქიტექტორული ტერმინების განმარტებებს.

მიუხედავდ მერიის დიდი მცდელობისა, შეელამაზებინათ და 2 თვის განმავლობაში, მეტ-ნაკლებად თანამედროვე სახე მიეცათ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ 3 წლის განმავლობაში „ნაწამები“ დოკუმენტისათვის, მივიღეთ ის რაც მივიღეთ - კეთილი სურვილებით და ზოგადი ფრაზებით გაჯერებული გენგეგმის ტექსტუალური ნაწილი, რომელშიც ის კი არ წერია თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ რამოდენიმე წლის განმავალობაში, არამედ მოყვანილია იმ კვლევების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა შევასრულოთ ამ წლებში, რათა შემდეგ გადავწყვიტოთ თუ რა და როგორ უნდა გვაკეთოთ ან არ/ან ვერ გავაკეთოთ ამ სურვილების ჩამონათვალიდან.

დანართი 5-ით განსაზღვრულია 2018-2023 წლების განმავლობაში სამოქმედო გეგმა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ კველევების ჩატრების აუცილებლობაზეა საუბარი და არა კონკრეტული პროექტების რეალიზება.

1. ურბანული განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება 2019-2020

2. საბინაო ფონდის რეაბილიტაცია განვითარების სტრატეგიის შემუშავება 2019-2021

3. ბრაუნფილდებისა და სამრეწველო განვითარების სტრატეგიის შემუშავება 2019-2022

4. სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-განვითარების სტრატეგის შემუშავება 2020-2024

5. კულტურული მემკვიდეობის დაცვის სტრატეგიის შემუშავება 2019-2021

6. თბილისის აგლომერაციის განვითარების ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება 2021-2023

7. ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები 2018-2023 (მგგ-ს მიერ იდენტიფიცირებული არეალებისათვის ჩარჩო გეგმებისა და კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტების ეტაპობრივი დამუშავება მუნიციპალიტეტის მიერ დაზუსტებული პრიორიტეტებისა და რიგითობის მიხედვით;)

8. ეკონომიკური განვითარება და თემატური სტრატეგიები 2018-2021

9. ტურიზმის განვითარების სტრატეგია 2019-2020

10. ქალაქის პოზიციონირების სტრატეგია 2019-2020

11. ტრანსპორტის განვითარების გეგმის შემუშავება 2019-2022

12. საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელი გამართვის კვლევა და დაგეგმვა მდინარე მტკვრის დაბინძურების პრევენციის მიზნით 2019-2029

და ა.შ. და ა.შ.

ანუ გენგეგმა გვეუბნება, რომ არაფერი არ გვაქვს ხელში იმისთვის, რომ დავგეგმოთ ქალაქის განვითარება ამ ეტაპზე და ჩვენი სურვილების და ხედვების ცხოვრებაში რეალიზებისთვის ეს კვლევებია ჯერ ჩასატარებელიო.

ამ ჩამონათვალიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 2 პუნქტი, კერძოდ ტრანსპორტის განვითარების გეგმის შემუშავება (2019-2022) და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები ( 2018-2023).

როგორც გენგეგმის მესვეურები მთელი ამ ხნის განმავლობაში გვიმტკიცებდნენ მათმა გერმანელმა პარტნიორებმა, უზარმაზარი შრომა და ენერგია დახარჯეს და გააკეთეს თბილისის ტრანსპორტის განვითარების მასტერპლანი, რაზეც გენგემის ბიუჯეტის თითქმის ნახევარ დაიხარჯა. და რომ ეს ექსპერტები აუცილებლად ჩაატარებდნენ ამ მასტერპლანის შესახებ პრეზენტაციას, რადგან ისინი (ავტორები) ამ საკითხში არ იყვნენ კომპეტენტურები. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ არც ამ მასტერპლანის კველევები გამოქვეყნებულა და არც პრეზენტაცია ჩატარებულა სადმე. მთელი ტრანსპორტის სტრატეგია გენგეგმის 1200 გვერდიან დოკუმენტში 4-5 გვერდით არის წარმოდგენილი და ესაა და ეს. როგორც ცნობილია სატრანსპორტო მასტერპლანის გაკეთება ახალმა მერიამ დაუკვეთა ფრანგულ კომპანიას „სისტრას“ და ეს სამუშაოები 800 ათასი ევრო ჯდება, საიდანაც მერიის კონტრიბუცია 300 ათასი ევროა. ანუ 4-5 გვერდში გადავიხადეთ 1,4 მილიონი ლარი და ეხლა ამ გვერდებში გაწერილი „სიბრძნის“ გამოსაკვლევად კიდევ 800 ათასს ევროს ვხარჯავთ.

როგორც გახსოვთ ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილების საგანი გენგეგმის მიმართებაში იყო ზონალური რუკა, სადაც ფანქრის ერთი მოსმით ხდებოდა მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში არსებული ქონებისთვის მანამდე მოქმედი ზონალობის შეცვლა. ყოველგვარი წინასწარი ინფორმირებულობის და კონსულტაციების გარეშე გენგეგმაში, საყოფაცხოვრებო, რეკრიაციული და სამშენებლო ზონები შეცვლილი იყო ლანდშაფტური ზონებით (საკმაოდ მკაცრი ზონა, სადაც მშენებლობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია). ამ რუკის ამოქმედების შემთხვევაში თბილისში დაახლოებით 30.000-ი მესაკუთრის კერძო საკუთრება შეიზღუდებოდა. დღეს წარმოდგენილ პროექტში ზონალობის საკითხი მარტივადაა გადაწყვეტილი, რუკა დაუბრუნდა მის პირვანდელ, 2015 წლის დროინდელ მდგომარეობას. სამაგიეროდ გენგეგმაში ჩადებულია მგგ-ს მიერ იდენტიფიცირებული არეალებისათვის ჩარჩო გეგმებისა და კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტების ეტაპობრივი დამუშავება მუნიციპალიტეტის მიერ დაზუსტებული პრიორიტეტებისა და რიგითობის მიხედვით.

ასეთი 29 ჩარჩო გეგმაა გენგეგმის ახალი პროექტით გათვალისწინებული, რაც დედაქალაქის ტერიტორიის თითქმის 1/3-ს მოიცავს და ამ ჩარჩოშია მოქცეული ყველაზე აქტიური არეალები, ბიზნესის ფუნქციონირების და დაგეგმილი განაშენიანების მიხედვით. ესაა პოლიცენტრული არეალი (დიღომი და სამგორი - განაშენიანების რეგულირების გეგმა); ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია (ჩარჩო გეგმა) ვარკეთილის მასივი (ჩარჩო გეგმა); დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთ ტერიტორია (ჩარჩო გეგმა); თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიები (ჩარჩო გეგმა); ლისის ტბის მიმდებარე (ჩარჩო გეგმა); აკადემქალაქი (ჩარჩო გეგმა); ნაძალადევის, ავლაბრის ავლაბრის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა და ა.შ.

ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ზემოთ დასახელებულ ტერიტორიებზე კვლავ შეიზღუდება ბიზნეს და სამშენებლო აქტიობები, სანამ არ მოხდება ამ ტერიტორებზე გარკვეული პარამეტრების დაწესება, რისთვისაც საჭირო გახდება ჩარჩო გეგმების შემუშავება ყოველ კონკრეტულ ტერიტორიაზე. ვინ შეიმუშავებს ამ ჩარჩო გეგმებს, მერიის ურბანული სამსახური თუ კვლავ გამოცხადდება კონკურსი ეს დღეს უცნობია და შესაბამისად ამ ჩარჩო გეგმის არეალებში მოქცეული კერძო მესაკუთრეები კვლავინდებურად არ იქნებიან ინფორმირებულები თუ რა ბედი ეწევათ მათ საკუთრებას. წარმოდგენილი გენგემით ეს პროცესი 2018-2023 წლებშია გაწერილი.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გენგეგმის დანართი 4-ი , ეს არის „ რეკომენდაციები მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ცალკეული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების კერძო ინტერესების საჯარო ინტერესებთან დაპირისპირებისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის“.

დანართის თანახმად ნებისმიერ შემთხვევაში, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება გარკვეულწილად გავლენას ახდენს საპროექტო არეალში მდებარე უძრავი ნივთების მესაკუთრეთა უფლებებზე. ზოგიერთ შემთხვევაში ხდება სამშენებლო პირობების გაუარესებაც, რაც ქალაქის შემდგომი განვითარების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ხდება. შემდგომში არის მითითება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონზე თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საჯარო ინტერესის გამოკვეთილი უპირატესობა არ გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

მაგრამ შემდგომ იწყება უკვე ამ კანონის სულიკვეთების გენგეგმისეული ინტერპრეტაცია, რაც სწორედ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ რეკომენდაციებში იქნება რეალიზებული. ეს დოკუმენტი დამტკიცების შემთხვევაში ნორმატიული აქტი ხდება, რაც შემდგომში გათვალისწინებულია გამოყენებული იქნეს, როგორც საჯარო და კერძო ინტერესების დამრეგულირებელი ინსტრუმენტი.

ამ შემთხვევაში დოკუმენტი, რომელიც საქართველოს იურისპრუდენციის ირარქიაში ერთ-ერთ ქვემდგომ საფეხურზე დგას, ცდილობს საკუთარი ინტერპრეტაცია გაუკეთეოს საქართველოს კონსტიტუციას, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საერთაშორისო კანონმდებლობას და მისი ავტორების სურვილის და შეხედულებების მიხედვით აწესებს წესებს კერძო საკუთრების მიმართებაში.

არანაირად არ ვამტკიცებთ, რომ ეს არის მექანიზმი, რომელიც გამოყენებული იქნება კერძო საკუთრების ხელყოფისათვის, რაც ბიძგს მისცემს ქვეყანაში ახალი ეკონომიკური გადანაწილების პროცესის დაწყებას, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ ე.წ. გენგეგმის ბოლო დანართი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და ის არ შეიძლება იყო დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვანაირად ინტერპრეტაცის შესაძლებლობას იძლევა.

მინდა მივმართო თბილისის მერს და საკრებულოს დეპუტატებს, რომ დარჩენილ დროში კიდევ უფრო ყურადღებით განიხილონ „გენგეგმის საპროექტო დავალებაში“ არსებული პრობლემური საკითხები და მინიმუმ იმას მაინც მივაღწიოთ, რომ მოვხსნათ დარჩენილი კითხვის ნიშნები და არანაირად არ მოვახდინოთ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც საჯარო და კერძო ინტერესების ხელოვნურ დაპირისპირებას გამოიწვევს. თორემ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომ „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ არ არის ეს თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსებათ და ამ დოკუმენტმა, რომ დღის სინათლე იხილა, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიღებული გადაწყვეტილების ბრალია.

სამწუხაროდ, თბილისმა და მისმა მოქალაქეებმა დავხარჯეთ 3 მილიონამდე ლარი და 3 წელი და რეალურად მივიღეთ, საშუალოზე ნაკლები დონის საპროექტო დავალება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მეტ-ნაკლებად რეალური გენგეგმის შედგენა.

ნოდარ ხარჩილავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42