„არ დავწერე და გამოვედი, ვიღას უნდა პედაგოგობა, ყველა საზღვარგარეთ გარბის“ - გამოცდისთვის რაჭიდან ქუთაისში ჩასული მასწავლებელი
საზოგადოება - 15:03, 11 Jul, 2018     3258

დღეიდან 2018 წლის ეროვნულ გამოცდებს უკვე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები აბარებენ. გამოცდა 5 საათს გრძელდება და ტესტებს დღეს დაწყებითი კლასების მასწავლებლები ან მსურველები წერენ. EDU.ARIS.GE-სთან ქუთაისის ერთ–ერთი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულები განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებენ. ნაწილი ამბობს, რომ გამოცდის ჩაბარება დასაქმების გარანტია არ არის, პრაქტიკოს მასწავლებლებში კი ისეთიც ვიპოვეთ, ვინც გამოცდაზე მხოლოდ საკითხების გაგების მიზნით გავიდა.

ელენე ციცვიძე, პრაქტიკოსი პედაგოგი: წინა წლებთან შედარებით, ტესტები უფრო მარტივი მომეჩვენა. ქართულ ენას და ლიტერატურას ვაბარებდი. გამოცდაზე პირველად გავედი. ნანახი მქონდა წინა წლის ტესტები და ეს შედარებით მარტივი იყო. ძირითადად არის გრამატიკულ ნაწილი, რომელიც, ალბათ, ყველა მასწავლებელმა კარგად უნდა იცოდეს. იყო ზმნა, პირის ნაცვალსახელები და ა.შ. ერთი სიტყვით, არ იყო ძალიან რთული, იყო ის, რაც მასწავლებელს ნამდვილად მოეთხოვება. მე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ იმაში, რომ პედაგოგმა გამოცდები ჩააბაროს. არის ძალიან ბევრი აზრი, რომ აღარ სჭირდებათ მასწავლებლებს ამდენი გამოცდები და სხვა სისტემა უნდა დაინერგოს, მე არ ვარ წინააღმდეგი.

თამარ ქორიძე, მასწავლებლობის მსურველი: ქართულ ენას და ლიტერატურას ვაბარებდი. რატომღაც მეგონა, ტესტი უფრო რთული იქნებოდა. ვფიქრობ, რომ თავი გავართვი და შედეგებიც გვაჩვენებს. საკითხებს რაც შეეხება, იყო გრამატიკულ ნაწილიც და ლიტერატურულიც. ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და დიდი სურვილი მაქვს სკოლაში დავიწყო მუშაობა. ვიყავი დასაქმებული სკოლაში, მაგრამ სხვა განხრით და ამჯერად მსურს, რომ მასწავლებლის ამპლუაში მივიდე. არის სკოლები, რომლებიც აცხადებენ ხოლმე ვაკანსიას და არის შესაძლებლობა ბედი ვცადო, მაგრამ რამდენად გადამწყვეტი იქნება ამ საკითხში მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება ამის პირობას ვერავინ ვერ გვაძლევს. დიდი ხანია ვცდილობ დავსაქმდე, მარტივი არაფერი არ არის, მაგრამ იმედს არ ვკარგავ.

პრაქტიკოსი პედაგოგი რაჭიდან: თემა იყო ასეთი იყო სურათი, ბავშვი იჯდა საქანელაზე და ღრუბლები იყო თავზე. უნდა დაგვეწერა 100–სიტყვიანი წერილი. დაწერეს ახალგაზრდებმა, მოეწონათ ძალიან, არც მე არ გამიჭირდებოდა, მაგრამ გამოვედი, სად მქონდა მაგის ნერვები. იმიტომ ჩამოვედი, რომ უბრალოდ საკითხები მაინტერესებდა და არ იყო რთული. თან, დირექტორი გვთხოვს გამოცდაზე გადითო. რაჭაში ვასწავლი, რა პერსპექტივა მაქვს?! ბავშვებიც იკლებს სკოლაში. უბრალოდ, ინტერესის გამო გამოვედი. 70–იანი წლების მერე სკოლაში ვმუშაობ და საკმაო გამოცდილება მაქვს, მაგრამ ვიღას უნდა პედაგოგობა, ყველა საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42