თსუ-ში სტუდენტური კონკურსის “პლანეტა რიდმორი” დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
საზოგადოება - 13:55, 11 Jul, 2018     1089

12 ივლისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემეცნებითი კონკურსის "პლანეტა რიდმორის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. გამოვლინდება პროექტის სამი გამარჯვებული, რომლებსაც პარტნიორი გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ სპეციალურ პრიზებს გადასცემს: პირველი ადგილის მფლობელი ევროპაში სასწავლო ტრენინგის საგზურით დაჯილდოვდება, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები 1000 და 500 ლარის ოდენობის ფულად პრიზებს მიიღებენ. სამახსოვრო პრიზები პროექტის ათივე ფინალისტს გადაეცემა.

ცერემონიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, გამომცემლობის დამფუძნებლები ირაკლი ბაკურიძე და მარი კორინთელი დაესწრებიან. დაჯილდოებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულია საკონკურსო წიგნებში შემავალი „გლდანი - შეუძლებელი რომანის“ ავტორი გურამ მაცხონაშვილი.

შემეცნებითი პროექტი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის აპრილში დაიწყო და სამი თვის განმავლობაში ტარდებოდა. კონკურსანტები ყოველ კვირას პროექტისათვის შერჩეულ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ მათთვის მომზადებულ ტესტებს წერდნენ. საერთო რეიტინგში ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალში შეხვდა.

პროექტის თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა ტურის ლიდერი, რომელიც სამახსოვრო საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდება, კონკურსის ფარგლებში ჩატარდა 8 ონლაინ ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც საერთო რეიტინგში დამატებით 2 ქულას იღებდნენ. პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთობლივად მესამე წელია ახორციელებენ. პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42