ახალციხეში აბიტურიენტები გამოცდაზე ერთმანეთისგან იწერდნენ
საზოგადოება - 12:57, 11 Jul, 2018     2906
ახალციხეში ეროვნული გამოცდებიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ გამოცდაზე ერთმანეთისგან იწერდნენ და ამ ფაქტს დეტალურად ჰყვებიან. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

„შენს ზურგს უკან ვინც ზის, იმას ჩვეუელბრივად შეუძლია, რომ გადაიწეროს. ამისთვის ფურცელი გავუწიე მაგიდის კუთხეში ისე, რომ მას დანახვა შეძლებოდა. მერე დამკვირვებელი რომ მოდის ფურცელს მაგიდის შუაში გიწევს, მაგრამ უკან მჯდომი დანახვას ასწრებს და პასუხებს იწერს. გარდა ამისა, კიდევ ეკრანზე ვადებთ თითს მაგალითად „ბ“–ს, ან „გ“–ს, მოკლედ რომელიც სწორი პასუხია, ის ხვდება და თვითნაც სწორ პასუხს უთითებს“, – გვიყვება ერთ–ერთი აბიტურიენტი.

მისი თქმით, დამკვირვებელმა შენიშნა, რომ იგი სხვას პასუხებს აწერინებდა, ამიტომ ტესტზე, რომელსაც წერდა, ფურცელი დააფარებინეს: „იმას კიდევ ვისაც ვაწერინებდი შენიშვნა მისცეს“.

საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ გადაწერის შანსი ყველა მათგანს ჰქონდა.

„მე მაგალითად, გამოცდის დაწყებამდე გვერდით მჯდომს შევუთანხმდი, რომ სამუშაო ფურცელზე პასუხები დიდი ასოებით ეწერა, ეგრე გადავიწერე ინგლისურში მთელი მოსასმენი“, – ამბობს კიდევ ერთი აბიტურიენტი.

მასთან ერთად საგამოცდო ცენტრიდან გამოსული სხვა აბიტურიენტიც გვიყვება, რომ იმ სექტორში, რომელშიც ის აბარებდა გამოცდას, პასუხებს ყველა წინ მჯდომისგან იწერდა: „ისეთი სიტუაცია იყო, რომ ყველა პირველი ბავშვისგან ვიწერდით, წინ იწეოდნენ ოდნავ კისერს ღრიცავდნენ და იჭყიტებოდნენ. მთავარია „გ“, „ბ“, „დ“ დაგენახა და ეგ იყო, უცებ გადიოდი ბოლოში“.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი გელა ინასარიძე გადაწერის ფაქტებს უარყოფს, - „თითო სექტორში ორი მეთვალყურეა და შეუძლებელია გადაწერის საშუალება ჰქონოდათ. ასევე, კამერა უყურებს და ჩვენც ვაკონტროლებთ“.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის მონაცემებით დღეს, გერმანულ ენაში, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 4 აპლიკანტიდან ოთხივე გამოცხადდა, ხოლო ინგლისურ ენაში 222 აბიტურიენტიდან – 5 არ მივიდა.

მეორე სესიაზე კი ფრანგულ ენაში რეგისტრირებული 2 აპლიკანტიდან ერთი არ გამოცხადდა, ხოლო ინგლისურ ენაში 222 აბიტურიენტიდან – 5.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42