მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმის განხილვა იწყება. დღეს სასამართლო ბრალდებულისთვის, 19 წლის მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე იმსჯელებს.
დაკავებულის დეიდა შორენა მარტიაშვილი აცხადებს, რომ კობაურს დანაშაული არ ჩაუდენია:
"ჩემი დის შვილი მკვლელი არ არის. ამის უკან დგას ჯგუფი, რომელმაც აყურებინა ჩემ დისშვილს ეს მკვლელობა და დააბრალა ამას. არ ვიცი ვის ინტერესებში შედიოდა მისთვის ამ დანაშაულის დაბრალება. ძალიან უკონფლიქტო ბავშვია. ჭკვიანია და ასევე ძალიან მშიშარა.
შესაძლოა, მასზე განხორციელდა ზეწოლაც, მათ შორის მკვლელის მხრიდანაც. ეს პატარა ბიჭი ვერ ჩაიდენდა ასეთ მკვლელობას, მითუმეტეს ბავშვის მკვლელობას. თუ მან მოკლა, დამარხა, კვალი დაფარა და ამის მერე სამართალდამცველებთან ითანამშრომლა? ეს ხომ ცოტა აბსურდია", - განაცხადა მარტიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






