ედმონ ავაკიანს კრუნჩხვები შეიძლება ნებისმიერ დროს დაეწყოს და არავინ იცის რაში შესაძლოა გადაიზარდოს მისი პათოლოგიური ქცევა. ახალგაზრდას არ ძალუძს ლაპარაკი, იგი მხოლოდ გარკვეულ ბგერებს გამოსცემს, როდესაც რაღაც აწუხებს. ედმონი საჭიროებს 24-საათიან მეთვალყურეობას, მისი მარტო დატოვება ერთი წუთითაც კი არ შეიძლება, რამეთუ თავს ვერ აკონტროლებს.
ედმონს უვლის დედა, რომელიც ძალღონეს არ იშურებს შვილისთვის, მაგრამ საშინელი სიდუხჭირე, რომელიც მათ ოჯახში სუფევს, აფერხებს ავადმყოფის სათანადო მკურნალობას და მოვლას. ხშირად მათ არ გააჩნიათ მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებების და საკვების საყიდელი ფული...
როდესაც ედმონი პატარა იყო, მამამ მიატოვა ოჯახი, უცხოეთში გაემგზავრა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. ავადმყოფი ბავშვის მოვლა-პატრონობა მთლიანად დააწვა დედას, რომელსაც არავინ ეხმარება. „20 წელია, რაც გულში ვარ დაჭრილი. ალბათ არასდროს გავიღიმებ და არაფერი გამახარებს აწი. ღმერთო, მომეცი ძალა და გამძლეობა, რომ ჩემს საყვარელ ბიჭუნას არ მოვაკლო ზრუნვა, შეუმსუბუქე მას მძიმე ხვედრი“,- ამბობს 44 წლის ალვინა ვართანიანი, ედმონის დედა.
ედმონს გადაადგილება მხოლოდ ოთახში შეუძლია. ეზოში ეტლით გაჰყავთ, თუმცა იქ მარტო ერთი წუთითაც ვერ ტოვებენ, რადგან ბიჭი კარგავს ორიენტირს და შესაძლოა ეტლიდან ძირს დაენარცხოს!
პენსია და სოციალური შემწეობა - ეს არის ამ ოჯახის მთელი შემოსავალი. მათ ძალიან უჭირთ! ედმონი უპირველეს ყოვლისა საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს და საკვებ პროდუქტებს.
მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი, არ დავტოვოთ დედა-შვილი ლუკმა-პურის გარეშე, გავუთბოთ მათ გულები! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
ედმონის დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ედმონ ავაკიანი), ან ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/341-avakian/
მასალის გამოყენების პირობები






