გთავაზობთ რამდენიმე მსგავსი კანონის განხილვას:
წარუმატებელი თვითმკვლელობა
თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობისთვის საქართველოში დაწესებულია სასჯელი – ჯარიმა 500 ლარი. ადვოკატთა თქმით, თვითმკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ფინანსური პრობლემებია.
როგორც იურისტთა ასოციაციის წევრი გრიგოლ გაგნიძე ამბობს, ამ დანაშაულისათვის სხვა, უფრო შესაბამისი სანქცია უნდა იყოს დაწესებული.
“ეს კანონი განსაზღვრულია იმისათვის, რომ დამატებითი წყარო მიიღოს ხელისუფლებამ. თუ ადამიანი არ მუშაობს, ის გადახდისუუნაროა და მას ვერანაირად ვერ გადაახდევინებენ ჯარიმას, ამის გამო კი ციხეში არავინ ჩასვამს. არ შეიძლება 500-ლარიანი ჯარიმა იყოს ამ დანაშაულის შესაბამისი სანქცია. სახელმწიფომ პირველ რიგში მისი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია უნდა შეძლოს,” – ამბობს გრიგოლ გაგნიძე.
ფსიქოლოგი ქეთი ჭყოიძე კი მიიჩნევს, რომ ეს კანონი სახიფათოა, რადგან თვითმკვლელობის პრევენციას კი არ ახდენს, არამედ პირიქით – შესაძლოა თვითმკვლელობის ახალი ცდის მაპროვოცირებელიც კი გახდეს.
“სუიციდის განხილვისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის გენეტიკას, ფსიქიკურ სიჯანსაღეს და, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ მდგომარეობას. თუკი ადამიანი არის სუსტი ფსიქიკის მქონე, მაშინ ის ადვილად დგამს ამ ნაბიჯს. ადამიანი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს, ფსიქიკურად ჯანსაღი არაა. ამიტომ მას თუ 500 ლარით დააჯარიმებენ, ეს არაფერს შეცვლის და შეიძლება მეორე დღეს იგივე გაიმეოროს.
“500 ლარით დაჯარიმება არ ნიშნავს პრევენციას, პირიქით, შეიძლება უფრო გახშირდეს სუიციდი. ქვეყანა სხვანაირად უნდა მიუდგეს ამ საკითხს”, – ამბობს ფსიქოლოგი.
წყარო: გურიის მოამბე
მასალის გამოყენების პირობები






