"ვერ ვუყრი თავს ვერანაირ ტექსტს...
ვერც აზრს... ვერც პოზიციას... ვერც განცდას... დღეს ძალიან ბევრი თანამემამულის მოსაზრება წავიკითხე, მოვისმინე... ყველა თავისებურად გამოხატავს ტკივილს, სიბრაზეს, გვემას...
ღმერთმა დაუმკვიდროთ სასუფეველი ჩემს სამშობლოში ჩემი უღმერთო თანამემამულის მსხვერპლთ... პასუხისმგებლობის წილს მეც ვიღებ ჩემს თავზე, რადგან როგორც ჩანს არასაკმარისად ვზრუნავ მშვიდობაზე, კაცთმოყვარეობაზე, მასპინძლობაზე, სიკეთეზე, სიყვარულზე... და თუ საბოტაჟია (არ მგონია ოღონდ) მაშინ სიფრთხილეზეც... არასაკმარისად ვზრუნავთ ერთმანეთზე... მაპატიეთ ზეციურ სამყაროში გარდასახულო სტუმრებო, თავს ვხრი თქვენს წინაშე და არც კი ვიცი როდის გაგისწორებთ თვალს... მაქვს კი ამის უფლება? სამწუხაროდ - არა!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 6 ივლისს "112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის რაიან და ლორა სმიტებისა და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ.
შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლორა სმიტი. ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რაიანის ცხედარი აღმოაჩინეს. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი დააკავეს. 4 წლის ბავშვის ცხედარი მეოთხე დღეს დამარხული იპოვეს. ადგილი,ს ადაც ბავშვი იყო დამარხული, პოლიციელებს მწყემსმა აჩვენა.
მასალის გამოყენების პირობები






